1. საერთაშორისო სამართლით დადგენილი მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთმანეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დაიცვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებათაგან საავიაციო უშიშროება. სახელდობრ, ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ: 1963 წლის 14 სექტემბერს ქ. ტოკიოში ხელმოწერილი ,,საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთ სხვა ქმედებათა შესახებ”, 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი ,,საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”, 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ,,სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ხელყოფისაკენ მიმართულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ” კონვენციების; 1988 წლის 24 თებერვალს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ,,საერთაშორისო აეროპორტებში ძალადობრივ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ’’ ოქმის დებულებათა და 991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი „პლასტიკური” ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით“ კონვენციის და იმ ნებისმიერი სხვა მრავალმხრივი შეთანხმების შესაბამისად, რომელიც არეგულირებს საავიაციო უშიშროებას და სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის.
2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერ სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საავიაციო უშიშროებას.
3. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთისაკენ.
4. ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას მოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დანართების სახით ჩამოყალიბებული საავიაციო უშიშროების დებულებათა შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც უშიშროების აღნიშნული დებულებები მისაღებია ხელშემკვრელი მხარეებისათვის; ისინი მოსთხოვენ თავიანთი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკის შემთხვევაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე არიან დაფუძნებული ევროგაერთიანების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად და ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნიათ საექსპლუატაციო უფლებამოსილება და იმავე ტერიტორიაზე განლაგებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, იმოქმედონ საავიაციო უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ თავის ტერიტორიაზე შესვლისას, იქ ყოფნისას ან გამგზავრებისას მოსთხოვოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს იმ ქვეყანაში მოქმედი წესებისა და კანონების შესაბამისად გამოყენებული საავიაციო უშიშროების დებულებების დაცვა. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სათანადო ზომების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი და შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი, ბარგი, ტვირთი, საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი ჩასხდომა-ჩატვირთამდე ჩასხდომა-ჩატვირთვის დროს. თითოეული ხელშემკვრელი მხარე განიხილავს აგრეთვე მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას განახორციელოს სპეციალური უსაფრთხოების სათანადო ღონისძიებები კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
6. როდესაც ერთ ხელშემკვრელ მხარეს აქვს მტკიცებულება იმისა, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ დაარღვია ამ მუხლის საავიაციო უშიშროების დებულებანი, ამ ხელშემკვრელ მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელიი მხარის საავიაციო ხელისუფლებას კონსულტაციების დაუყოვნებლივ ჩატარება. ასეთი მოთხოვნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, წარმოიქმნება წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის გამოყენების საფუძვლები. უკიდერესი აუცილებლობის შემთხვევაში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ოცდაათი (30) დღის ვადის გასვლამდე განახორციელოს დროებითი ღონისძიებებ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 08.11.2010
მუხლი 14. სამოქალაქო ავიაციის უშიშროება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელების
- მუხლი 9. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
- მუხლი 10. ტარიფები
- მუხლი 11. ავიასაწარმოს წარმომადგენლობა
- მუხლი 12. მიწისზედა მომსახურება
- მუხლი 13. საავიაციო უსაფრთხოება
- მუხლი 15. ტრანზიტი
- მუხლი 16. კანონებისა და წესების გამოყენება
- მუხლი 17. კონსულტაციები
- მუხლი 18. ცვლილებები
- მუხლი 19. სადავო საკითხების მოგვარება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 14, №0, 08.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016072 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1545198/muxli-14/