თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება მეორე ხელშემკვრელ მხარესთან წინამდებარე შეთანხმების განხორციელების, ინტერპრეტაციის, გამოყენებისა ან წინამდებარე შეთანმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პრობლემის ან წინამდებარე შეთანხმებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის კონსულტაციები დაიწყება მათი ჩატარების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნე