1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეეხება წინამდებარე შეთანხმების ან მისი დანართის განმარტებასა და გამოყენებას, გადაიჭრება ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებების მიერ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. ეს მოლაპარაკებები დაიწყება შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკებების ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს სამოცი (60) დღისა, თუ საავიაციო ხელისუფლებები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.
2. თუ საავიაციო ხელისუფლებები ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, დავა გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.
3. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით, დავა რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება გადაეცეს არბიტრაჟს, რომელიც სამი არბიტრისგან შედგება. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს თითო არბიტრს, ხოლო მესამეს – ამგვარად დანიშნული ორი არბიტრი. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დიპლომატიური არხების მეშვეობით მიიღებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის შესახებ, მესამე არბიტრი დაინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აღნიშნულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს, ან არბიტრი არ იქნება დანიშნული დადგენილ ვადაში, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია თხოვნით მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები საჭიროების მიხედვით. ნებისმიერ შემთხვევაში მესამე არბიტრი იქნება მესამე ქვეყნის მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.
4. საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით.
5. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას შეასრულონ ამ მუხლის-4 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გასწევს თავისი საკუთარი წევრის და ასევე საარბიტრაჟო პროცესში თავისი წარმომადგენლის მონაწილეობის ხარჯებს; თავმჯდომარისა და ნებისმიერი სხვა ხარჯები თანაბრად განაწილდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის. ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლო განსაზღვრავს თავის საკუთარ პროცედურებს.
7. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არ შეასრულებს არბიტრაჟის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ამ ხელშემკვრელ მხარეს ან მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს, რომლებმაც ვერ შეასრულეს ეს ვალდებულებები, შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს წინამდებარე შეთანხმების თანახმად მინიჭებული ნებისმიერი უფლება და პრივილეგი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 08.11.2010
მუხლი 19. სადავო საკითხების მოგვარება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 19, №0, 08.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016072 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1545198/muxli-19/