წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მე-60 დღეს.
ამის დასტურად, შესაბამისი ხელისუფლების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2010 წლის 8 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის     ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით                                                     სახელით
(ხელმოწერილია)                                        (ხელმოწერილია)

დ ა ნ ა რ თ ი
1. მარშრუტები, რომლებზედაც საქართველოს მიერ დანიშნული  ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას:
საწყისი პუნქტი:            ნებისმიერი პუნქტი საქართველოში
შუალედური პუნქტი:        მოგვიანებით იქნება შეთანხმებული
ორივე ხელშემკვრელი მხარის
საავიაციო ხელისუფლებებს შორის
დანიშნულების პუნქტი:      ნებისმიერი პუნქტი ჩეხეთის
რესპუბლიკაში
პუნქტები საზღვრებს გარეთ:  მოგვიანებით იქნება შეთანხმებული
ორივე ხელშემკვრელი მხარის
საავიაციო ხელისუფლებებს შორის.
2. მარშრუტები, რომლებზედაც ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები განახორციელებენ  საჰაერო მიმოსვლას:
საწყისი პუნქტი:               ნებისმიერი პუნქტი ჩეხეთის
რესპუბლიკაში
შუალედური პუნქტი:      მოგვიანებით იქნება შეთანხმებული
ორივე ხელშემკვრელი მხარის
საავიაციო ხელისუფლებებს შორის
დანიშნულების პუნქტი:       ნებისმიერი პუნქტი საქართველოში
პუნქტები საზღვრებს გარეთ:  მოგვიანებით იქნება შეთანხმებული
ორივე ხელშემკვრელი მხარის
საავიაციო ხელისუფლებებს შორის.
3. ნებისმიერი ან ყველა შუალედური და საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტი (პუნქტები) შეიძლება იქნეს გამოტოვებული დანიშნული ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ ნებისმიერი ან ყველა რეისის (რეისების) შესრულებისას იმ პირობით, რომ მიმოსვლა იწყება ან წყდება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც დანიშნა აღნიშნული ავიასაწარმო.
4. ჰაერის მე-5 თავისუფლების განხორციელება შესაძლებელია ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებების სპეციალური თანხმობით.
5. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ნებისმიერ ავიასაწარმოს საჰაერო მომსახურების შესრულებისას შეუძლია გააფორმოს შეთანხმება ზიარი კოდისა და ბლოკ-ადგილების შესახებ:
a) რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსა და ავიასაწარმოებთან.
b) მესამე მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მესამე მხარე უფლებამოსილებას არ ანიჭებს ან ნებას არ რთავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებს და სხვა ავიასაწარმოებს შეთანხმდნენ აღნიშნული მესამე ქვეყნის მიმართულებით, ქვეყნიდან ან მისი გავლით განხორციელებულ მომსახურებაზე, აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს უფლება აქვს არ მიიღოს ასეთი სახის შეთანხმება.
ზემოაღნიშნული დებულებები იმ პირობით ხორციელდება, რომ ყველა ავიასაწარმოს აღნიშნული სახის შეთანხმებისას:
a) აქვს მითითებული მიმოსვლის უფლებები და შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების პირობებს;
b) აკმაყოფილებს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების მოთხოვნებს, რომელიც განისაზღვრება აღნიშნული სახის შეთანხმებაში;
c) უზრუნველყოფს მომხმარებელს ზუსტი ინფორმაციით, აღნიშნული ზიარი კოდისა და ბლოკ-ადგილების შესახებ შეთანხმების თაობაზე:
ზიარი კოდის მქონე ავიასაწარმოებმა უნდა წარუდგინონ სავარაუდო ზიარი კოდისა და ბლოკ-ადგილების შესახებ შეთანხმება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს მის სავარაუდო ამოქმედებამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.
6. იმ სახელმწიფოების ჩამონათვალი (გარდა ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოებისა), რომელთა მოქალაქენიც უფლებამოსილნი არიან გახდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მფლობელები და აკონტროლონ ისინი:
a) ისლანდიის რესპუბლიკა;
b) ლიხტენშტეინის სამთავრო;
c) ნორვეგიის სამეფო;
d) შვეიცარიის კონფედერაცია.
7. წინამდებარე შეთანხმებაში ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებში იგულისხმება ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოების ან დანართში ჩამოთვლილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქენი. წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნული ჩეხეთის რესპუბლიკის ავიასაწარმოებში იგულისხმება ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოებ