1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განახორციელონ საჰაერო გადაზიდვების გაყიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი გაყიდვა განხორციელდება პირდაპირ ან დანიშნული აგენტების მეშვეობით, თავისუფლად კონვერტირებად და/ან ადგილობრივ ვალუტაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება გაყიდვა.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს მიანიჭებს უფლებას თავისუფლად გადარიცხონ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის განსხვავება იმ სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზე დაგროვდა შემოსავალი. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ მიღებული შემოსავლების მეორე ხელშემკვრელი მხარის ეროვნულ ვალუტაში კონვერტაცია უნდა განხორციელდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სავალუტო კონტროლის მარეგულიერებელი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
3. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე შემოსავლის ნამატის გადარიცხვისას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს დაუწესებს შეზღუდვებს, ამ უკანასკნელს უფლება ექნება პირველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს დაუწესოს საპასუხო შეზღუდვები.
4. თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის არსებობს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ სპეციალური შეთანხმება ან თუ არსებობს სპეციალური შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის თანხების გადარიცხვებს, უპირატესი ძალა მიენიჭება ასეთ შეთანხმება