1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმის უზრუნველსაყოფად, რომ თავისი გადასახდელის ამკრეფი კომპეტენტური ორგანოების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოებისთვის აეროპორტებით და სხვა საავიაციო საშუალებებით სარგებლობისათვის დაწესებული ან დასაწესებლად ნებადართული მომხმარებლის გადასახდელი იყოს სამართლიანი და გონივრული. ეს გადასახდელი უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკურად დასაბუთებულ პრინციპებს და არ უნდა იყოს ამგვარი მომსახურებისთვის სხვა ავიასაწარმოებისთვის დაწესებულ გადასახდელზე უფრო მაღალი.
2. მეორე ხელშემკვრელი მხარის აპარატურით ან მომსახურებებით სარგებლობისთვის, არცერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები) არ გადაიხდის იმაზე უფრო მაღალ გადასახდელს, ვიდრე უწესდება ანალოგიური საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ ნებისმიერ სხვა უცხო ქვეყნის ავიასაწარმოს.
3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლის გადასახდელთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას თავის გადასახადის ამკრეფ კომპეტენტურ ორგანოებსა და იმ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ მომსახურებებითა და საშუალებებით. მომხმარებლის გადასახადის ცვლილების შესახებ ნებისმიერი წინადადების შესახებ მომხმარებლებს, შესაბამის ინფორმაციასა და მონაცემებთან ერთად, უნდა გაეგზავნოს შეტყობინება შეძლებისდაგვარად ადრე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ცვლილების ამოქმედებამდ