1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ათავისუფლებს იმპორტზე შეზღუდვებისაგან, საბაჟო გადასახდელებისაგან, პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადებისაგან და ყველა სხვა სახელმწიფო და/ან ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, რომლებითაც იბეგრება საჰაერო ხომალდი, საჰაერო ხომალდის ჩვეულებრივი მოწყობილობები, საწვავი, საცხებ-საპოხი მასალები, სახარჯი ტექნიკური მარაგები, სათადარიგო ნაწილები, მათ შორის ძრავები, საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სურსათი, სასმელი, თამბაქო და სხვა პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია გასაყიდად ან რეისის განმავლობაში მგზავრთა მოხმარებისთვის და სხვა ნივთები, რომლებიც განკუთვნილია გამოსაყენებლად ან გამოიყენება მხოლოდ შეთანხმებული მომსახურებების განმახორციელებელი დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურებისათვის, ასევე დაბეჭდილი ავიაბილეთები, ავიაზედნადებები, პერსონალის უნიფორმები, ნებისმიერი დაბეჭდილი მასალა, რომელზეც გამოსახულია დანიშნული ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გავრცელებული სარეკლამო მასალა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისაგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ის პროდუქტები, რომლებიც:
a. შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ან მისი სახელით;
b. რჩება ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩაფრენის მომენტიდან ამ ტერიტორიიდან გაფრენის მომენტამდე და/ან გამოიყენება აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული რეისის განმავლობაში;
c. ატანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განკუთვნილია გამოყენებისთვის ამ საჰაერო ხომალდის მიერ შეთანხმებული საჰაერო მომსახურების განხორციელების პროცესში; იმისდა მიუხედავად, ხდება თუ არა ამგვარი პროდუქტების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება ან მოხმარება იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელმაც ავიასაწარმოები გაათავისუფლა გადასახადებისგან, იმ პირობით, რომ ამ პროდუქტებზე საკუთრების უფლების გადაცემა არ მომხდარა ზემოაღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
3. როგორც ჩვეულებრივი საბორტო მოწყობილობა, ასევე მასალები, მარაგი და სასურსათო მარაგი, რომლებიც ჩვეულებრივ რჩება თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, ამგვარი მოწყობილობა და პროდუქტები გათავისუფლდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადასახადებისგან იმ პირობით, რომ ისინი შეიძლება დარჩეს აღნიშნული ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ მანამ, სანამ არ განხორციელდება მათი რეექსპორტი ან სხვაგვარად განკარგვა საბაჟო წესების შესაბამისად.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისგან გათავისუფლება ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები აფორმებენ ხელშეკრულებას სხვა ავიასაწარმოსთან (ავიასაწარმოებთან) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საბორტო მოწყობილობებისა და სხვა აპარატურის მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვადიან სარგებლობაში გადაცემის ან დათმობის მიზნით, იმ პირობით, თუ ეს სხვა ავიასაწარმოც თავისუფლდება იმავე გადასახად(ებ)ისგან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიე