1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, რაც მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შეთანხმებული მომსახურებების დაწესებისა და განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები ისარგებლებენ შემდეგი უფლებებით:

a. განახორციელონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე;

b. განახორციელონ დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით, და

c. შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას, განახორციელონ დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რათა, ცალ-ცალკე ან ნებისმიერი კომბინაციით, აიყვანონ ბორტზე და/ან გადმოსვან მგზავრები, ჩატვირთონ და/ან გადმოტვირთონ ტვირთი და ბარგი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება შეთანხმებული მომსახურების შესაბამისად.

3. გარდა ამისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდ(ებ)ი, წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს გარდა, ასევე ისარგებლებს წინამდებარე მუხლის 2(a) და 2(b) პუნქტებში მითითებული უფლებებით.

4. წინამდებარე მუხლის არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ანიჭებდეს უფლებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ანაზღაურების სანაცვლოდ ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ბარგი, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.

5. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და საგანგებო გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო ვერ ახერხებს შეთანხმებული მომსახურებების განხორციელებას თავისი ჩვეულებრივი მარშრუტის გამოყენებით, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ამგვარი მომსახურებების უწყვეტად განხორციელებას მარშრუტების დროებითი რეორგანიზაციის გზით, ხელშემკვრელი მხარეების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზ