1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ასეთი დანიშვნა ან შეცვალოს სხვა ავიასაწარმოთი მანამდე დანიშნული ავიასაწარმო. ამგვარი დანიშვნისას შესაძლებელია განისაზღვროს შეთანხმებული მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით თითოეული ავიასაწარმოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები. ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება, ამგვარი დანიშვნებისა და მათთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების თაობაზე წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას.

2. დანიშნული ავიასაწარმოსგან ასეთი დანიშვნის, დანიშვნის შეცვლის ან ავიასაწარმოს ჩანაცვლების შესახებ დადგენილი წესითა და ფორმით შეტყობინებისა და განაცხადის მიღებისთანავე, მეორე ხელშემკვრელი მხარე, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიანიჭებს დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შესაბამის საექსპლუატაციო ნებართვას.

3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს იმის მტკიცებულება, რომ ამ ავიასაწარმოს შეუძლია შეასრულოს კანონებითა და რეგულაციებით გათვალისწინებული ის პირობები, რომლებიც, როგორც წესი, გამოიყენება ამ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას, კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საექსპლუატაციო ნებართვის მინიჭებაზე, ან წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს ავიასაწარმოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი არის დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რომ ის ფლობს აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ ექსპლუატანტის სერტიფიკატს.

5. დანიშვნისა და ნებართვის მიღების შემდეგ, ავიასაწარმოს ნებისმიერ დროს შეუძლია შეთანხმებული მომსახურებების დაწყება იმ პირობით, თუ ეს ავიასაწარმო ასრულებს წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, ისევე, როგორც საექსპლუატაციო ნებართვებთან დაკავშირებულ სახელმწიფო მოთხოვნებს, მათი არსებობის შემთხვევაშ