1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს მისცემს თავისუფალი კონკურენციის საშუალებას წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განხორციელებისას.

2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, უნდა გაატაროს ყველა სათანადო ზომა დისკრიმინაციის ყველა ფორმის და ანტიკონკურენტული ან მტაცებლური პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას.

3. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოების ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტევადობა, შესრულებული რეისების სიხშირე და/ან ტიპი არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას ნებისმიერი ტიპის მომსახურების განხორციელებისას (სამგზავრო, სატვირთო გადაყვანა-გადაზიდვები, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად). თითოეული დანიშნული ავიასაწარმო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს რეისების სიხშირე და ტევადობა შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას.

4. არცერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ შეზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ განხორციელებული გადაყვანა- გადაზიდვების მოცულობას, სიხშირეს, მომსახურების რეგულარულობას ან მის მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი შეზღუდვა განპირობებულია საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოსდაცვითი მოთხოვნებით, კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისა