1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინი:

a. „საავიაციო ხელისუფლებები“ საქართველოსთან მიმართებით ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო თურქმენეთთან მიმართებით „თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოსთან არსებულ სააგენტოს – „თურქმენჰავაიოლარი“; ან ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფუნქცია;

b. „შეთანხმებული მომსახურება“ ნიშნავს საქართველოს და თურქმენეთის შესაბამის ტერიტორიებს შორის და მათ ფარგლებს გარეთ რეგულარულად განხორციელებულ საერთაშორისო საჰაერო მომსახურებას მგზავრების, ტვირთის, ბარგის და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, ცალ-ცალკე ან ნებისმიერი კომბინაციით;

c. „შეთანხმება” ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართს, ასევე ამ შეთანხმებისა და დანართის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;

d. ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“ და „არაკომერციული მიზნებით გაჩერება“ აქვთ კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები;

e. „კონვენცია“ ნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის დეკემბრის მეშვიდე დღეს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას და მოიცავს: (i) მის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია შესული ამ კონვენციის 94-ე მუხლის (a) პუნქტის თანახმად და რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ; და (ii) აღნიშნული კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს ან შესწორებას, რამდენადაც ეს შესწორება ან დანართი მოქმედია ნებისმიერ განსაზღვრულ დროს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;

f. „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად არიან დანიშნულნი და უფლებამოსილებით აღჭურვილნი;

g. „ტარიფი” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის საფასურს და ამ საფასურის გამოყენების პირობებს, საფოსტო გადაზიდვების საფასურისა და პირობების გამოკლებით;

h. „ტერიტორიას“ სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა;

i. „მომხმარებლის გადასახდელი“ ნიშნავს გადასახდელს, რომელიც ავიასაწარმოს უწესდება კომპეტენტური ორგანოების მიერ ან მათი ნებართვით საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, მგზავრების, ბარგისა და ტვირთის აეროპორტის ინფრასტრუქტურით, ქონებით, და/ან აეროსანავიგაციო საშუალებებით, მათ შორის, საჭირო მოწყობილობებით და მათთან დაკავშირებული მომსახურებით უზრუნველყოფისათვის;

j. „ტევადობა“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაწეულ მომსახურებათა მოცულობას, რომელიც, როგორც წესი, გამოითვლება ბაზარზე (ქალაქებს, ან ქვეყნებს შორის) ან კონკრეტულ მარშრუტზე კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, კერძოდ, ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, სეზონურად ან ყოველწლიურად შესრულებული რეისების რაოდენობის (სიხშირის) ან საჰაერო ხომალდში მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლების რაოდენობის ან ტვირთის ტონაჟის მიხედვით;

k. „ICAO“ ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას;

l. „საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს საჰაერო გადაყვანა- გადაზიდვას, რომლის დროსაც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბორტზე აყვანილი მგზავრებისა და ატანილი ბარგის, ტვირთისა და ფოსტის დანიშნულების ადგილს წარმოადგენს სხვა სახელმწიფოს ტერიტორია.

2. წინამდებარე შეთანხმების დანართი ითვლება მის განუყოფელ ნაწილა