1. ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაცო ხელისუფლება ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში, გაცვალოს ინფორმაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტერიტორიის გავლით და ტერიტორიიდან გადაზიდვების განსახორციელებლად თავიანთ შესაბამის ავიასაწარმოებზე გაცემული ნებართვების შესახებ, ინფორმაცია მოიცავს შეთავაზებულ მარშრუტებზე მომსახურებათა განხორციელებასთან დაკავშირებით გაცემული სერტიფიკატებისა და ნებართვების ასლებს, სერტიფიკატებში შეტანილი შესწორებებისა და გადასახადებისგან განთავისუფლების ორდერების ჩათვლით.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მიაწვდის პერიოდულ სტატისტიკურ ან სხვა მსგავს ინფორმაციას, რომელიც შეეხება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან/ტერიტორიაზე განხორციელებულ საჰაერო გადაზიდვებ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 17. ინფორმაციის გაცვლა— შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
მუხლი 18. ინფორმაციის გაცვლა— "საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმება
მუხლი 17. ინფორმაციის გაცვლა— „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის თავიანთ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება, მუხლი 17, №22-52, 20.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5662813/muxli-17/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია