ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაცო ხელისუფლება ვალდებულია  მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაცვალოს იფორმაცია მის მიერ ისეთ საკუთარ ავიასაწარმოებზე გაცემული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ მომსახურებას ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ტერიტორიიდან ან ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ინფორმაცია მოიცავს არსებული სერტიფიკატების ასლებს და უფლიბამოსილებებს შემოთავაზებული მარშრუტების განხორციელებაზე, სერტიფიკატებში შესწორებებისა და გამონაკლისის ბრძანებულებების ჩათვლით.

თხოვნის საფუძველზე, ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას მიაწვდის ისეთ პერიოდულ ან სხვა სახის სტატისტიკურ მონაცემებს ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო მიმოსვლის შესახებ, რომელიც შეიძლება გონივრულობის ფარგლებში იქნეს მოთხოვნილ