წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს, რითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ;

ამის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერნი და შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ქ.დუბაიში, 2012 წლის 29 მარტს, ორ დედნად, ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.  ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

(ხელმოწერილია)                                                   (ხელმოწერილია)

საქართველოს

მთავრობის სახელით

არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობის სახელით

დანართი

მარშრუტების განრიგი

სექცია 1

მარშრუტები, რომლებზეც საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო/ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას.

საწყისი პუნქტი

შუალედური პუნქტი

დანიშნულების პუნქტი

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმირი პუნქტი საქართველოში

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმირი პუნქტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში

ნებისმიერი პუნქტი

სექცია 2

მარშრუტები, რომლებზეც არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ დანიშნული ავიასაწარმო/ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას.

საწყისი პუნქტი

შუალედური პუნქტი

დანიშნულების პუნქტი

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმირი პუნქტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი საქართველოში

ნებისმიერი პუნქტი

შეთანხმებული მომსახურების განხორციელება

ორივე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ ნებისმიერი ან ყველა რეისი შეასრულონ ერთი ან ორივე მიმართულებით; განახორციელონ ფრენები შუალედურ და შეთანხმების ფარგლებს გარეთ მყოფ პუნქტებს შორის; გამოტოვონ ნებისმიერი შუალედური და ფარგლებს გარეთ მყოფი პუნქტები; გააუქმონ მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და/ან მის ფარგლებს გარეთ; მოემსახურონ პუნქტებს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე ნებისმიერი სახით; გადაიყვანონ მგზავრები მათ მიერ გამოყენებული საჰაერო ხომალდებიდან ნებისმიერ სხვა ხომალდზე ნებისმიერ პუნქტში ან პუნქტებში ამ მარშრუტის ფარგლებში; შეათავსონ სხვადასხვა რეისის ნომრები ერთი საჰაერო ხომალდით მომსახურებისას; და გამოიყენონ საკუთარი ან ლიზინგით შეძენილი საჰაერო ხომალდი.

ორივე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვს, ნებისმიერი სახის (მგზავრთა, სატვირთო, ცალკე თუ კომბინირებული) მომსახურებისას, ისარგებლონ მოძრაობის მე-5 თავისუფლების სრული ფორმით ნებისმიერი მიმართულებით, შუალედური, თუ შეთანხმების ფარგლებს გარეთ მყოფ პუნქტებს შორის, შეზღუდვების გარეშ