წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს, რითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი და შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. რიადში (საუდის არაბეთი), ICAO-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო მოლაპარაკებების ღონისძიების დროს - ICAN2023, 2023 წლის 4 დეკემბერს, ორ დედნად, ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
ომანის სასულთნოს
მთავრობის სახელით
დანართი
მარშრუტების განრიგი
ნაწილი 1
მარშრუტები, რომლებზეც საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო/ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას:
საწყისი პუნქტი
შუალედური პუნქტი
დანიშნულების პუნქტი
პუნქტები საზღვრებს გარეთ
ნებისმირი პუნქტი საქართველოში
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმირი პუნქტი ომანის სასულთნოში
ნებისმიერი პუნქტი
ნაწილი 2
მარშრუტები, რომლებზეც ომანის სასულთნოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო/ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას:
საწყისი პუნქტი
შუალედური პუნქტი
დანიშნულების პუნქტი
პუნქტები საზღვრებს გარეთ
ნებისმირი პუნქტი ომანის სასულთნოში
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი საქართველოში
ნებისმიერი პუნქტი
შეთანხმებული მომსახურების განხორციელება
1. ორივე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ ნებისმიერი ან ყველა რეისი შეასრულონ ერთი ან ორივე მიმართულებით; განახორციელონ ფრენები შუალედურ და შეთანხმების ფარგლებს გარეთ მყოფ პუნქტებს შორის; გამოტოვონ ნებისმიერი შუალედური და ფარგლებს გარეთ მყოფი პუნქტები; გააუქმონ მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და/ან მის ფარგლებს გარეთ; მოემსახურონ პუნქტებს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო ტერიტორიაზე ნებისმიერი სახით; გადაიყვანონ მგზავრები მათ მიერ გამოყენებული საჰაერო ხომალდებიდან ნებისმიერ სხვა ხომალდზე ნებისმიერ პუნქტში ან პუნქტებში ამ მარშრუტის ფარგლებში; შეათავსონ სხვადასხვა რეისის ნომრები ერთი საჰაერო ხომალდით მომსახურებისას; და გამოიყენონ საკუთარი ან ლიზინგით შეძენილი საჰაერო ხომალდი.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება ექნება მოემსახუროს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პუნქტებს ცალ-ცალკე ან კომბინირებულად, ერთი და იმავე ფრენის ნომრით, იმ პირობით, რომ არ განხორციელდება შიდა მოძრაობა/მიმოსვლა, გარდა სტოპოვერის უფლებით, რაც ნებადართული იქნება ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით.
3. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს (ების) მიერ ჰაერის მეხუთე თავისუფლების გამოყენების უფლება ზემოაღნიშნულ მარშრუტებზე უნდა შეთანხმდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორი