წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს, რითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი და შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ბაჰრეინის სამეფოში 2016 წლის 21 იანვარს ორ დედნად ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

მთავრობის სახელით

დავით ხუციშვილი

საქართველოს ეკონომიკისა

და მდგრადი განვითარების

მინისტრის მოადგილე

ბაჰრეინის სამეფოს

მთავრობის სახელით

ქამალ ბინ აჰმედ მოჰამედ

ბაჰრეინის სამეფოს ტრანსპორტისა და

ტელეკომუნიკაციების მინისტრი

დანართი

მარშრუტების განრიგი

სექცია 1.

მარშუტები, რომლებზეც საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო/ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას.

საწყისი პუნქტი

შუალედური პუნქტი

დანიშნულების პუნქტი

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმირი პუნქტი საქართველოში

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმირი პუნქტი ბაჰრეინის სამეფოში

ნებისმიერი პუნქტი

სექცია 2

მარშუტები, რომლებზეც ბაჰრეინის სამეფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო/ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას.

საწყისი პუნქტი

შუალედური პუნქტი

დანიშნულების პუნქტი

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმირი პუნქტი ბაჰრეინის სამეფოში

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი საქართველოში

ნებისმიერი პუნქტი

შეთანხმებული მომსახურების განხორციელება

1. ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ ნებისმიერი ან ყველა რეისი შეასრულონ ერთი ან ორივე მიმართულებით; განახორციელონ ფრენები შუალედურ და შეთანხმების ფარგლებს გარეთ მყოფ პუნქტებს შორის; გამოტოვონ ნებისმიერი შუალედური და ფარგლებს გარეთ მყოფი პუნქტები; გააუქმონ მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და/ან მის ფარგლებს გარეთ; მოემსახურონ პუნქტებს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო ტერიტორიაზე ნებისმიერი სახით; გადაიყვანონ მგზავრები მათ მიერ გამოყენებული საჰაერო ხომალდებიდან ნებისმიერ სხვა ხომალდზე ნებისმიერ პუნქტში ან პუნქტებში ამ მარშრუტის ფარგლებში; შეათავსონ სხვადასხვა რეისის ნომრები ერთი საჰაერო ხომალდით მომსახურებისას; და გამოიყენონ საკუთარი ან ლიზინგით შეძენილი საჰაერო ხომალდი.

2. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვს ნებისმიერი სახის (მგზავრთა, სატვირთო, ცალკე თუ კომბინირებული) მომსახურებისას, ისარგებლონ ჰაერის მე-5 თავისუფლების სრული ფორმით ნებისმიერი მიმართულებით, შუალედური, თუ შეთანხმების ფარგლებს გარეთ მყოფ პუნქტებს შორის, შეზღუდვების გარეშ