ორივე ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე მისი გადაწყვეტილების შესახებ. ამავდროულად, ამგვარი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე აღნიშნული შეტყობინება არ იქნება გამოთხოვილი ხელშემკვრელ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შედეგად.

იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა ზემოხსენებული შეტყობინების მიღება, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან 14 დღის შემდე