იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე სახის დავა, ხელშემკვრელი მხარები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებების გზით.

თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით, დავა, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, განსახილველად გადაეცემა სამი (3) არბიტრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შემდეგნაირად იქნება დაკომპლექტებული:

თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს, დავის საარბიტრაჟო განხილვის თხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში. მეორე არბიტრის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში, ორი არბიტრის ურთიერთშეთანხმებით დაინიშნება მესამე არბიტრი, რომელიც იქნება მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო ორგანოს თავმჯდომარის მოვალეობას.

იმ შემთხვევში, თუ ზემოთ განსაზღვრულ ვადებში არ განხორციელდა რომელიმე დანიშვნა, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს თხოვნით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, რათა მან მოახდინოს საჭირო დანიშვნა 30 დღის განმავლობაში. თუ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას მოახდენს ვიცე-პრეზიდენტი, იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელიც იგივე მიზეზით არ არის დისკვალიფიცერებული, ზემოხსენებული პრეზიდენტის, ან ვიცე-პრეზიდენტის მიერ დანიშნული არბიტრი ან არბიტრები, საჭირობისამებრ, არ იქნებიან ამ შეთანხმების წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები ან მუდმივი მცხოვრებნი.

იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც შემდგომში წინამდებარე მუხლშია გათვალისწინებული, ან თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს არბიტრაჟის სხდომის ჩატარების ადგილს და თავისი იურისდიქციის ფარგლებს ამ შეთანხმების გათვალისწინებით. საარბიტრაჟო სასამართლო დააწესებს საკუთარ პროცედურას. საარბიტრაჟო სასამართლოს სრული დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში, საარბიტრაჟო სასამართლოში ჩატარდება კონფერენცია განსახილველი საკითხების შესახებ.

იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად შეთანხმდნენ ან საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააწესა სხვაგვარად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს მემორანდუმს საარბიტრაჟო სასამართლოს მთლიანი დაკომპლექტებიდან 45 დღის განმავლობაში. Pპასუხები უნდა იქნეს გაცემული ზუსტად 60 დღის შემდეგ. პასუხის გაცემის სათანადო თარიღიდან 30 დღის განმავლობაში, საარბიტრაჟო სასამართლო გამართავს საქმის მოსმენას ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე,.

საარბიტრაჟო ორგანო შეეცდება მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მოსმენის დასრულებიდან 30 დღის განმვლობაში ან თუ საქმის მოსმენა არ შედგა ორივე პასუხის წარდგენიდან 30 დღის შემდეგ. გადაწყვეტილება მიღებული იქნება ხმათა უმრავლესობით.

გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ მოთხოვნა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში და ეს განმარტება გაცემული იქნება ამგვარი მოთხოვნიდან 15 დღის განმავლობაში.

ხელშემკვრელი მხარეები შეასრულებენ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილ ნებისმიერ პირობას, დროებით ან საბოლოო გადაწყვეტილებას.

საარბიტრაჟო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეები დაფარავენ საკუთარი არბიტრის ხარჯებს და საარბიტრაჟო სასამართლოს სხვა ხარჯები თანაბრად გაიყოფა მხარეებს შორის, მათ შორის ნებისმიერი ხარჯები, რომელსაც გასწევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი ამ მუხლის მე-2(b) პუნქტით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას.

ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს ამ შეთანხმებით მინიჭებული ნებისმიერი უფლება და პრივილეგია იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც ვერ შეასრულა ეს ვალდებულებებ