1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ, რითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, 1993 წლის 17 აგვისტოს შეთანხმება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ ჩაითვლება ძალადაკარგულად.
რის დასტურადაც, ქვემორე ხელისმომწერი, შესაბამის მთავრობათა მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. აშხაბადში, 2022 წლის 20 ივლისს, ორ დედნად, ქართულ, თურქმენულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
თურქმენეთის მთავრობის სახელით
____________________________
ხელმოწერილია
____________________________
ხელმოწერილია
დანართი
მარშრუტების განრიგი
სექცია 1.
მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას საქართველოს დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ.
საწყისი პუნქტი
შუალედური პუნქტი
დანიშნულების პუნქტი
პუნქტები საზღვრებს გარეთ
ნებისმიერი პუნქტი საქართველოში
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი თურქმენეთში
ნებისმიერი პუნქტი
სექცია 2
მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას თურქმენეთის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ.
საწყისი პუნქტი
შუალედური პუნქტი
დანიშნულების პუნქტი
პუნქტები საზღვრებს გარეთ
ნებისმიერი პუნქტი თურქმენეთში
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი საქართველოში
ნებისმიერი პუნქტი
შეთანხმებული მომსახურების განხორციელება
1. შეთანხმებული მომსახურებების ფარგლებში რეისების განხორციელებისას, ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ გამოიყენონ მე-3 და მე-4 ჰაერის თავისუფლების უფლებები ნებისმიერი ტიპის გადაზიდვებში (სამგზავრო თუ სატვირთო, ცალ-ცალკე თუ კომბინირებულად).
2. ორივე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებს შეუძლიათ რომელიმე ან ყველა რეისზე გამოტოვონ ზემოთ მითითებული რომელიმე პუნქტი, იმ პირობით, თუ შეთანხმებული მომსახურებების განხორციელება იწყება ან სრულდება თავიანთ შესაბამის ტერიტორიებზე.
3. შუალედური, საზღვრებს გარეთ და საწყის პუნქტებამდე არსებული პუნქტების ექსპლუატაცია შესაძლებელია განხორციელდეს გეოგრაფიული ან მიმართულებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე, კომერციული უფლებების გამოუყენებლად.
4. მეხუთე ჰაერის თავისუფლების გამოყენების უფლებები შეიძლება განისაზღვროს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს შორის.
5. დაუშვებელია კაბოტაჟის უფლებით სარგებლობ