1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას დართავს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს თვითონ დააწესოს ტარიფები ბაზარზე არსებული კომერციული მოსაზრებებიდან გამომდინარე. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოსთხოვს დანიშნულ ავიასაწარმოებს კონსულტაციების გამართვას სხვა ავიასაწარმოებთან მათ მიერ დაწესებული ან შეთავაზებული ტარიფების შესახებ.

2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს, რომ მის საავიაციო ხელისუფლებას ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმოებმა წინასწარ აცნობონ მის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან შესვლა-გასვლაზე დასაწესებელი ტარიფები. დანიშნულ ავიასაწარმოებს ტარიფების შეტყობინება შესაძლოა დაეკისროთ ტარიფის ამოქმედებამდე არა უმეტეს 30 დღით ადრე. ცალკეულ შემთხვევებში, შეტყობინების გაგზავნა ან ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია ნებადართულ იქნას დადგენილზე უფრო მოკლე ვადაში.

3. თუ წინამდებარე მუხლი სხვაგვარად არ ითვალისწინებს, არც ერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ მიიღებს ზომას, რითაც ხელს შეუშლის რომელიმე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებზე შეთავაზებული ან დაწესებული ტარიფების ამოქმედებას ან მოქმედების გაგრძელებას.

4. ხელშემკვრელ მხარეთა ჩარევა შემოიფარგლება:

a. ისეთი ტარიფების აღკვეთით, რომელთა გამოყენება წარმოადგენს ანტიკონკურენტულ ქცევას, რომელსაც აქვს, ან მოსალოდნელია, ან გამიზნულია, რომ ჰქონდეს კონკურენტისთვის დამაზიანებელი ეფექტი ან გამოიწვიოს კონკურენტის გაძევება მარშრუტიდან;

b. მომხმარებელთა დაცვით გაუმართლებლად მაღალი ან შემზღუდველი ეფექტის მქონე ტარიფებისგან, რომელიც გამოწვეულია დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით;

c. დანიშნული ავიასაწარმოების დაცვით ხელოვნურად დაბალი ტარიფებისგან, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდიების ან მხარდაჭერის შედეგია.

d. დანიშნული ავიასაწარმოების დაცვით ხელოვნურად დაბალი ტარიფებისგან.

5. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისთვის შეთავაზებული ტარიფი შეუსაბამობაში მოდის ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებებთან, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა და უმოკლეს ვადაში აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი უკმაყოფილების მიზეზი. კონსულტაციები უნდა გაიმართოს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ოცდაათ (30) დღეში და ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ აღნიშნული საკითხის კეთილგონივრულად გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელმა მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ ტარიფზე, რომელთან დაკავშირებითაც გამოითქვა უკმაყოფილება, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ყველა ღონეს იხმარს ამ შეთანხმების ასამოქმედებლად. ასეთი ორმხრივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ძალაში დარჩება მანამდე არსებული ტარიფ