1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე თავისი გადაწყვეტილების შესახებ. ამავდროულად, ამგვარი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე აღნიშნული შეტყობინება არ იქნება გამოთხოვილი ხელშემკვრელ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შედეგად.

2. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა ზემოხსენებული შეტყობინების მიღება, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდე