1. ფრენის ვარგისიანობის მოწმობა, კვალიფიკაციის მოწმობები და მოწმობები, გაცემული ან აღიარებული ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, აღიარებულ იქნებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ პირობით, რომ ასეთი გაცემული ან აღიარებული მოწმობები ნამდვილად შეესაბამება კონვენციით დადგენილ სტანდარტებს და რომ მათი მოქმედების ვადები არ გასულა.
2. მიუხედავად ამისა თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, არ აღიაროს კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები, რომლებიც გაცემულია მის მოქალაქეებზე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მის ტერიტორიაზე ფრენების განხორციელების მიზნი