1. საბაჟო პროცედურების მარეგულირებელი დებულებების გამოსაყენებლად საჭირო თანმხლები დოკუმენტები, რომელთათვისაც ხდება საქონლის დეკლარირება, უნდა იყოს დეკლარაციის წარმდგენი პირის მფლობელობაში და საბაჟო ორგანოების განკარგულებაში საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას.
2. თანმხლები დოკუმენტები მიწოდებულ უნდა იქნეს საბაჟო ორგანოებისთვის, როცა ეს საჭიროა ევროკავშირის კანონმდებლობით ან, როცა ეს აუცილებელია საბაჟო კონტროლის პროცედურებისთვის.
3. კონკრეტულ შემთხვევებში, ეკონომიკურმა ოპერატორებმა შეიძლება შეადგინონ თანმხლები დოკუმენტები იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოების მიერ აქვთ მიცემული უფლებამოსილებ