კომისიას უნდა მიეცეს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა დაადგინოს:
(a) 166(2)-ე მუხლში მითითებული ავტორიზაციის მინიჭების პირობები;
(b) 167(1)-ე მუხლის პირველ აბზაცში მითითებული კონკრეტული ვადები, როცა დამატებითი დეკლარაცია უნდა იქნეს წარდგენილი;
(c) 167(1)-ე მუხლის მეორე აბზაცში მითითებული კონკრეტული ვადები, როცა დამატებითი დოკუმენტები უნდა იყოს დეკლარაციის წარმდგენი პირის საკუთრებაში.
(d) კონკრეტული შემთხვევები, როცა დამატებითი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება იხსნება 167(2)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისა