1. დეკლარაციის წარმდგენ პირს, განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, ნება უნდა დაერთოს შესწორებები შეიტანოს საბაჟო დეკლარაციის ერთ ან მეტ მონაცემში, ამ დეკლარაციის საბაჟოს მიერ მიღების შემდეგ. შესწორებების შეტანის შედეგად საბაჟო დეკლარაცია არ უნდა გავრცელდეს იმ საქონელზე, რომელიც თავიდანვე არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დეკლარაციით.
2. დაუშვებელია ასეთი შესწორებების შეტანა შემდეგი შემთხვევების შემდეგ:
(a) როდესაც საბაჟო ორგანოებმა დეკლარაციის წარმდგენ პირს აცნობეს თავიანთი განზრახვის შესახებ შეამოწმონ საქონელი;
(b) როდესაც საბაჟო ორგანოებმა დაადგინეს, რომ საბაჟო დეკლარაციის მონაცემები არასწორია.
(c) როდესაც საბაჟო ორგანოებმა გაუშვეს საქონელი.
3. დეკლარაციის წარმდგენი პირის მიერ განაცხადით მიმართვისას, საბაჟო დეკლარაციის მიღებიდან სამი წლის შემდეგ საბაჟო დეკლარაციაში შესწორებების შეტანა შეიძლება ნებადართული იყოს საქონლის გაშვების შემდეგ, რათა დეკლარაციის წარმდგენმა პირმა შეასრულოს მისი ვალდებულებები საქონლის შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევასთან დაკავშირები