1. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა:
ა) საქონლის გაშვებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა.ა) საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეატყობინა ამ დეკლარაციის შემოწმების განზრახვის შესახებ;
ა.ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა;
ბ) საქონლის გაშვების შემდეგ:
ბ.ა) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილის რეექსპორტი ხორციელდება;
ბ.ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, რათა დეკლარანტმა შეასრულოს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
2. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია საქონლის გაშვებამდე საბაჟო ორგანოს ინიციატივით, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
მთავარი მონაცემები
ვადა3 წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 90. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა 1. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა. ეს ცვლილებ: ა არ შეიძლება შეეხებოდე) ს იმ საქონელს, რომელიც ს გამ დეკლარაციით თაშვდაპირველბამდ დეკლარირებული არ იყო. 2. რე, გისტრირებულ საბაჟო რდეკლა რაციამ ში აემ მუთხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ცვლილების შეტანა ა, რ შოდეიძლებსაც: ა.ა) თუ საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეატყობინა ამ დეკლარაციის შემოწმების განზრახვის შესახებ; ა.ბ) თუ საბაჟო ორგანომ დაადგინა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა; გბ) შესაბამისი საქონლის გაშვების შემდეგ: ბ. 3. საქ) ამ კონლდექსის გაშვ160-ებ მუხლის შემდეგ, ს-3 ნაბაჟო დეკწილარაციის რ„ბ“ ქვეგისპუნქტრაციიდთ გან 3 წთვალის გაწინებულ შემათხვლობევაში საბაჟო ო, რგანომ დეკლსარც თანტვისუფალ მისმოქცევაში განცხადშვებული ს საფუძვექონლზე შეიძლებს ნა მწისცეს უფლება,ის რეგიექსტპორტი ხორციებულდება; ბ.ბ) საბაჟო დეკლარაციაში შს რეგისტრაციიდანო 3 წლის ცგანმავლილეობაში, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, რათუა დეკლარანტი მა შეასრულებოს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული ვალდებულებებსი. 42. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შეისაძლება შეტანილია საქონლის გაშვებამდე ს საბაჟო ორგანოს ინიციატივით, შესაბამისი საქონლის გაშვებამდე, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(8)
საქმე №ბს-264(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
…და დაადასტურა უზუსტობა იმის შესახებ, რომ რეალურად გამოგზავნილი საქონლის რაოდენობა იყო 190 ერთეული. თავის მხრივ, მოსარჩელემ მიმართა საბაჟო ორგანოს და მოითხოვა დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელება. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, (1) დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა. ეს ცვლილება არ…
…86-ე და 87-ე მუხლებით დადგენილი წესით გადამხდელი ვერ განახორციელებდა. შპს-ს მიერ საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები განხორციელდა საბაჟო კოდექსის IV კარის შესაბამისად 2006 წლის 28 აპრილს ყადაღის ახსნისთანავე. მოსარჩელე საბაჟო კოდექსის 90.2-ე მუხლის საფუძველზე თვლის, რომ მათი მხრიდან არ დარღვეულა დეკლარაციის წარდგენის ვადა და შესაბამისად, არ დარღვეულა საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლის…
…დეკემბრის ¹ა-2417 საბაჟო სატვირთო დეკლარაციით რუსეთის რესპუბლიკაში სარეალიზაციოდ გადატვირთა 15000 კგ. მანდრინი, ხოლო საბაჟო დეკლარაციაში რუსეთის მოქალაქე ლ. ბ-ინა არ არის მითითებული ტვირთის მიმღებად. სადავო პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო დეკლარაცია რეგისტრაციის მომენტიდან იქცევა, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელ…
…ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის ¹434 ბრძანებულება და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 12 აგვისტოს ¹156 ბრძანება, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საბაჟო ორგანოს უფლება არ აქვს უარი თქვას დეკლარაციის მიღებაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს…
…დადგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, ასევე სახეზეა სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე» და «ე1» ქვეპუნქტებით დადგენილი საფუძვლები, კერძოდ სასამართლომ სასამართლომ არ გამოიყენა სადავო პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 82, 86-ე, 88-ე, 90-ე, 124-ე მუხლები, «სურსათის უვნებლობისა და ხარსხის შესახებ» კანნონის მე-11 მუხლი, არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 134-ე მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის…
…შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების…
…ვერ უზრუნველყოფდა წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის წარდგენას და ითხოვა საქონლის გაფორმების ფორმალობების დასრულება აღნიშნული დოკუმენტის გაუთვალისწინებლად (პრეფერენციის – საგადასახადო შეღავათის გავრცელების გარეშე). შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის საფუძველზე, 01.07.2025 წლის N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება, დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელს…
…ვერ უზრუნველყოფდა წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის წარმოდგენას და ითხოვა საქონლის გაფორმების ფორმალობების დასრულება აღნიშნული დოკუმენტის გაუთვალისწინებლად (პრეფერენციის – საგადასახადო შეღავათის გავრცელების გარეშე). შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის საფუძველზე, 2025 წლის 11 ივლისს N -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება, დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე…
…საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნტის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა ეხება საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანას ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი…
…საქონელს (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა №009313/2024, 13/04/2024), რომლის იმპორტი იბეგრება დღგ-ითა და იმპორტის გადასახადის 5%-იანი განაკვეთით. შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ორგანოს ინიციატივით განხორციელებული ცვლილების შედეგად საქონლის…
მუხლი 166. გამარტივებული დეკლარაცია— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის რეგულაცია (EU) No 952/2013, რომელშიც ჩამოყალიბებულია ევროკავშირის საბაჟო კოდექსი