1. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს თანხმობით სასაქონლო პარტიისთვის იმპორტის გადასახადი შეიძლება გაანგარიშდეს მასში შემავალი სხვადასხვა საქონლისთვის განსაზღვრული იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, თუ ეს სასაქონლო პარტია შედგება იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისგან და სასაქონლო პარტიაზე საბაჟო დეკლარაციის შედგენა იმპორტის გადასახადის ოდენობის შეუსაბამო, დიდ დანახარჯებსა და ძალისხმევას მოითხოვს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადის გაანგარიშების წესი არ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისადმი ან/და შეზღუდვებისადმი ან აქციზით დაბეგვრისადმი დაქვემდებარებული საქონლის მიმართ.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ბს-474-581-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2004
…დადგენილად იყო მიჩნეული ლ. ს.-ისა და საბაჟო მოხელეების ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, მოპასუხეს ჰქონდა საბაჟო სატვირთო დეკლარაცია, რაც საბაჟო კოდექსის 92.2 მუხლის მიხედვით რეგისტრაციის მომენტიდან იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადასტურებულ საბუთად იქცევა, მაგრამ ამ დოკუმენტის მართლზომიერება…
…მხარეებმა უნდა დაუშვან მათ ტერიტორიაზე მეორე მხარის საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლების და დამოუკიდებელი პროფესიონალების მიერ მომსახურების მიწოდება, ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობის მეშვეობით, ამ შეთანხმების 91-ე და 92-ე მუხლების შესაბამისად, იმ ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელიც მოცემულია ქვემოთ და წარმოადგენს ქვემოთ მითითებული დათქმების საგანს. 2. ჩამონათვალი მოიცავს შემდეგ…