1. საბაჟო დეკლარაცია, რომელიც აკმაყოფილებს ამ თავით გათვალისწინებულ პირობებს, საბაჟო ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა დაარეგისტრიროს.
2. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საბაჟო ორგანო საქონლის მიმართ იყენებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს მოქმედ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობას.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 89. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია 1. საბაჟო დეკლარაცია, რომელიც აკმაყოფილებს ამ თავით გათვალისწინებულ პირობებს, საბაჟო ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა დაარეგისტრიროს, თუ ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო ორგანოს წარედგინა. 2. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საბაჟო ორგანო საქონლის მიმართ იყენებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს მოქმედ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობას.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №3გ-ად-276-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2003
…მანქანის მესაკუთრის საკითხი. აქედან გამომდინარე, ზიანი უნდა აანაზღაუროს არა საბაჟო დეპარტამენტმა, არამედ შ.ბ.-ემ, რომლის უკანონო მოქმედებამაც გამოიწვია ეს ზიანი; 2. კასატორი აღნიშნავს, რომ საბაჟო კოდექსის 83-ე, 85-ე, 87- 88-ე, 89-ე მუხლები არავითარ კავშირში არ არიან ავტომანქანის საბაჟო საზღვარზე გადაადგილებასთან, ვინაიდან ეს მუხლები არეგულირებენ საბაჟო მიზნებისათვის აუცილებელ პირობებსა და…
…ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი არ მოიცავს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და პროცედურებთან, ტექნიკურ სტანდარტებთან და სალიცენზიო მოთხოვნებთან და პროცედურებთან დაკავშირებულ ზომებს, როცა ეს ზომები არ წარმოადგენს შეზღუდვებს ამ შეთანხმების 89-ე და 90-ე მუხლების შესაბამისად. ეს ზომები (მაგალითად, ლიცენზიის მიღება, რეგულირებად სექტორებში კვალიფიკაციის აღიარების მიღება, სპეციალური გამოცდის, მათ შორის, ენის…