მუხლი 84. სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები
თავი XIII — საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა
1. სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ყველა მონაცემს, რომლებიც საჭიროა იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხდება შესაბამისი საქონლის დეკლარირება.
2. სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ყველა დოკუმენტი, რომლებიც აუცილებელია იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხდება შესაბამისი საქონლის დეკლარირება, უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან, ამასთანავე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო ორგანოსთვის სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის მომენტში. სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით წარდგენისას ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ მოითხოვება სტანდარტული საბაჟო დეკლარაციისთვის იმ დოკუმენტების დართვა, რომლებიც განსაზღვრულია აღნიშნული საბაჟო პროცედურის გამოყენებისთვის, თუ ისინი ელექტრონული ფორმით იქნა წარდგენილი. ეს დოკუმენტები უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადით. მან მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ნებისმიერი დოკუმენტი უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს, თუ ამას მოითხოვს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა ან ეს დოკუმენტი საჭიროა საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში პირს, რომელსაც საბაჟო ორგანომ შესაბამისი უფლებამოსილება მიანიჭა, შეუძლია შექმნას სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…ლარი, სულ 237 194, 24 ლარის ოდენობით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს “...ის” საქართველოს წარმომადგენლობის საქონელი და საბანკო ანგარიშები დაყადაღებული იყო საქონლის საბაჟო გაფორმებასა და დეკლარირებას საბაჟო კოდექსის 83-ე, 84-ე, 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლებით დადგენილი წესით გადამხდელი ვერ განახორციელებდა. შპს-ს მიერ საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები განხორციელდა საბაჟო კოდექსის…
…კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, აგრეთვე საბაჟო რეჟიმის შეცვლისას, საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარებოდა საბაჟო ორგანოში დეკლარირებას. ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად კი, დეკლარირება ხდებოდა დადგენილი ფორმის განცხადებით (წერილობითი, ზეპირი მონაცემების ელექტრონული გადაცემის გზით), რომელიც შეიცავდა…
…აღრიცხული დღგ-ს თანხა გადაიხდება დეკლარანტის მიერ და გადახდილად ჩაითვლება დეკლარაციის შესაბამისად აღნიშნული თანხის ბიუჯეტში გადახდის შემდეგ. დეკლარირების ფორმა და წესი, აგრეთვე საბაჟო მიზნებისათვის საჭირო ცნობების ნუსხა, საბაჟო კოდექსის 84.2 მუხლის მიხედვით, განისაზღვრება დადგენილი წესით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული სატარიფო საბჭოს 12.01.95წ. ¹1 დადგენილებით…
საქმე №3გ-ად-474-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2003
…აშენებული მიწახაპია გემი «ნ. ნ-ე". საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება საბაჟო ორგანოში დეკლარირებას. ამავე კოდექსის 84-ე მუხლით დეკლარირება ხდება დადგენილი ფორმის განცხადებით, რომელიც შეიცავს ცნობებს მათი საბაჟო რეჟიმის შესახებ. კოდექსის მე-9 მუხლი კი ადგენს, რომ პირს…
…რომელიც დაკავშირებულია საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და პროცედურებთან, ტექნიკურ სტანდარტებთან და ლიცენზირების მოთხოვნებთან და პროცედურებთან, როცა ისინი არ წარმოადგენენ ბაზარზე დაშვების ან ეროვნული რეჟიმის შეზღუდვას ამ შეთანხმების 84-ე და 85-ე მუხლების შესაბამისად. ეს ზომები (მაგალითად, ლიცენზიის მიღება, უნივერსალური მომსახურების ვალდებულება, რეგულირებად სექტორებში კვალიფიკაციის აღიარების მიღება,…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 163. თანმხლები დოკუმენტები— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის რეგულაცია (EU) No 952/2013, რომელშიც ჩამოყალიბებულია ევროკავშირის საბაჟო კოდექსი
მუხლი 27. თანმხლები დოკუმენტაცია— HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)
მუხლი 15. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრება— უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 27. თანმხლები დოკუმენტაცია— HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)