მუხლი 31. დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის შენახვის ხანდაზმულობის ვადა
თავი III — საბაჟო კონტროლი
1. საბაჟო კონტროლის მიზნისთვის პირი ვალდებულია ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 3 წლისა, საბაჟო ორგანოსთვის მისაღები და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით.
2. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისთვის (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ან ექსპორტის პროცედურაში საქონლის მოქცევის წლის დასრულებიდან.
3. თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება ამ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წლის ბოლოდან.
4. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გარდა, სხვა საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება აღნიშნული საბაჟო პროცედურის, რეექსპორტის ან დროებით შენახვის დასრულების წლის ბოლოდან.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის შენახვის ხანდაზმულობის ვადა 1. საბაჟო კონტროლის მიზნისთვის პირი ვალდებულია ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 3 წლისა, საბაჟო ორგანოსთვის მისაღები და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით. 2. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისთვის (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ან ექსპორტის პროცედურაში საქონლის მოქცევის წლის დასრულებიდან. 3. თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება ამ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წლის ბოლოდან. 4. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გარდა, სხვა საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება ამღნიშნული საბაჟო პროცედურის, რეექსპორტის ან დროებით შენახვის დასრულების წლის ბოლოდან.
…სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის №------- საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისა და საურავის თანხისგან. სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 31-ე, 41-ე და 93-ე მუხლები, ასევე მიუთითა 2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილი და განმარტა, რომ შემოსავლების სამსახური…
…კონტროლის ზონიდან. საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დეკლარანტმა ვერ უზრუნველყო დეკლარირებისას ელექტრონულად წარდგენილი წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა, რითიც დარღვეულ იქნა საბაჟო კოდექსის 31-ე მუხლითა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა…
…1. ვაგონებს ტვირთავს ტვირთგამგზავნი – არასაერთო და საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ დატვირთვა არ არის სავალდებულო რკინიგზისათვის. 2. კონტეინერებს საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთავს ტვირთგამგზავნი. ასევე, 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების…
…საქონელი გაშვებულ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, დეკლარანტმა ვერ უზრუნველყო დეკლარირებისას ელექტრონულად წარდგენილი წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა, რითიც დარღვეულ იქნა საქართველოს საბაჟო კოდექსის 31-ე მუხლითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან…
…მე-13 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებზე, საბაჟო კოდექსის 31-ე მუხლზე, 35-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე საკანონმდებლო აქტის მე-40 მუხლზე,…
…თანახმად: 1. ვაგონებს ტვირთავს ტვირთგამგზავნი – არასაერთო და საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ დატვირთვა არ არის სავალდებულო რკინიგზისათვის. 2.კონტეინერებს საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთავს ტვირთგამგზავნი. ასევე, 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების…