1. საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.
4. სასამართლოში დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით.
5. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. საბაჟო ორგანომ/დავის განმხილველმა ორგანომ მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა შეაჩეროს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობას ან მისი აღსრულება შესაბამის პირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
7. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომელიც იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს, შეჩერებულად მიიჩნევა დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე, მხოლოდ იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ნაწილში.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები იმავე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
9. დავის პერიოდში ამ კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ჩერდება.
10. საბაჟო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ გამოიყენება.
წიგნი II
ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები, საქონლის საბაჟო ღირებულება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.06.2019).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-1180(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ( საქართველოს საბაჟო კოდექსის 33.2 მუხლი), ხოლო სასამართლოში დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით ( საქართველოს საბაჟო კოდექსის 33.4 მუხლი).
საქმე №ბს-1171(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ( საქართველოს საბაჟო კოდექსის 33.2 მუხლი), ხოლო სასამართლოში დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით ( საქართველოს საბაჟო კოდექსის 33.4 მუხლი).
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
დავების განხილვის საბჭო: მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
რაც შეეხება საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ წესს, აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია, რომ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი: შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 33-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების…
…N 21-10/----- წერილებს (გადაწყვეტილებებს) არ დაეთანხმა და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის N 11046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რასაც ახლა ასაჩივრებს დავების განხილვის საბჭოში. საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, მუხლი 33, №4905-IIს, 28.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.019529 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4598501/muxli-33/