გადაწყვეტილება №26673/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26673/2/2026
02 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------ძე (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ძის 19.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26673/2/2026).
დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 29.09.2025 წლის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 16.12.2025 წლის №27635 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 278.69 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
11.09.2025 წელს მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილებით (№---, №----) შემოტანილ საქონელზე (საღებავი 300 მლ - 24 ცალი; სახატავი დაფა - 1 ცალი; ფუნჯი ხატვისთვის - 8 ცალი; სახატავი ინსტრუმენტი - 2 ცალი; სახატავი გრუნტი 100 მლ - 1 ბოთლი; ელ. მოწყობილობა - 1 ცალი) წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების განმეორებით ფაქტზე, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით საბაჟო დეპარტამენტის მიერ 29.09.2025 წელს შედგენილია №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.12.2025 წლის №27635 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 24.02.2026 წლის №----21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 16.12.2025 წლის №27635 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.01.2026 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 4.02.2026 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 19.02.2026 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანმა 23.02.2026 წელს, სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ მის ელექტრონულ გვერდზე წვდომა აქვს მის მეგობარს, რომელიც ეხმარება გარკვეულ საკითხებში, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდა სადავო ბრძანების გამოცემის შესახებ გაასაჩივრა ელექტრონულად საჩივრის წარდგენის გზით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომა მხოლოდ გადასახადის გადამხდელის კანონიერ/უფლებამოსილ წარმომადგენელს აქვს, ხოლო თუ მან ეს უფლება სხვა პირებს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია. მომჩივანი ვერ ადასტურებს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში არსებობდა რაიმე საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას.
მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
11.09.2025 წელს მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების განმეორებით ფაქტზე, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით საბაჟო დეპარტამენტის მიერ 29.09.2025 წელს შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №27635 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(10); 301( „ე“); 305(1);
ასევე,საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 163(1); 167(1.2);