1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
კარი XV
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი XLIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულება
მთავარი მონაცემები
ვადა6 წლის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 308. დავის განახლება 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. 2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს. 3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე. კარი XV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი X L III.XLIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(17)
საქმე №ბს-1064(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2025
…კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ახალი გარემოებების გამოვლენის/დადგენის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია ამ საფუძვლით განაახლოს საგადასახადო დავა და მოითხოვოს დარიცხული თანხის კორექტირება, ისე როგორც ეს დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამდენად, ვინაიდან ამ ეტაპზე გამოძიება არ არის დასრულებული და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ არის…
საქმე №ბს-1321(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
…განუხილვლად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში საკასაციო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი…
საქმე №ბს-344(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
…21 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც…
საქმე №ბს-949(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
…20 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს საერთო წესიდან, ადგენს რა ახლად გამოვლენილ/ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დავის განახლების შესაძლებლობას. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი…
საქმე №ბს-110(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2019
…მიითვისეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი) დიდი ოდენობით თანხები.“ 2016 წლის 7 მარტს შპს „...იმ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, მიუთითა საგადასახადო კოდექსის 299-ე და 308-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საჩივრით მოთხოვნილია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საგადასახადო დავის დაწყება იმ სადავო საკითხებზე, რომლებსაც არ შეიცავდა…
…(საკადასტრო კოდი --------)2016 წლიდან არსებული ჭაბურღილის საბაზრო ღირებულება, რამაც შეადგინა 92 400 ლარი, აღნიშნული თანხა გათვალისწინებული უნდა იქნას მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი --------) საბაზრო ღირებულების დადგენისას. საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის გათვალისწინებით, ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო ითხოვს დავის განახლებას. დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და…
…განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.10.2023 წლის №20326/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა 7.11.2025 წელს მიმართა (რეგ.: №177666/21) შემოსავლების სამსახურს საჩივრით, რაც 14.11.2025 წლის №„-------“ წერილით, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, აუდიტის…
…დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება) საფუძველზე, საჩივარი განუხილველად დარჩა. 28.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანების გაუქმების და საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით, დავის განახლების მოთხოვნით. აღნიშნული საჩივარი, 29.12.2023 წელს,…
…არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 28.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანების გაუქმების და საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით, დავის განახლების მოთხოვნით. აღნიშნული საჩივარი, 29.12.2023 წელს,…
…დოკუმენტისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად…