1. დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოტივირებული შუამდგომლობით შეაჩეროს საჩივრის განხილვა დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოსაპოვებლად.
2. საჩივრის განხილვის შეჩერებისას დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დაავალოს მომჩივანს ან/და საგადასახადო ორგანოს, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საჩივრის ფარგლებში განსახილველი საკითხების შესახებ.
3. თუ დავის განმხილველი ორგანოს დავალების შესრულება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, ამის შესახებ გონივრულ ვადაში უნდა ეცნობოს დავის განმხილველ ორგანოს.
4. დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვების საფუძვლით საჩივრის განხილვის შეჩერების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს.
5. დავების განხილვის საბჭოს სხდომის ჩაუტარებლობის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრს, უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საბჭოს სხდომაზე განსახილველი საჩივრის განხილვის არა უმეტეს 30 დღით შეჩერების თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება მომჩივან
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ბს-879(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2023
…ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ უმოქმედობით ნათქვამ უარს ს. ბ-ის 2018 წლის 31 ოქტომბრის №7933/2/2018 საჩივარზე, სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ საჩივრის განხილვა შეჩერებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 303-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებით, შემოწმების აქტი არ წარმოადგენს საქართველოს…
…კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდქსის 601 მუხლი, საქართველოს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 51-ე, 73-ე მუხლები, 255-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 51-ე, 73-ე, 267-ე, 298-ე, 302-ე, 303-ე მუხლები, 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე, 120-ე მუხლები, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანო--- პირველი მუხლის…
…განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ იქნა საბაჟო დეკლარაციები, რომელიც იძლეოდა თვითღირებულების დადგენის საშუალებას. უსაფუძვლოდ თვლის მოპარული საქონლის (საბურავების) რეალიზებულად ჩათვლას. გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 303-ე მუხლის საფუძველზე საჩივრის განხილვის შეჩერებას ადმინისტრაციული წარმოების მასალების (მათ შორის, ინვენტარიზაციის მასალების)…