1. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს:
ა) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ბ) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები;
გ) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი;
დ) საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია;
ვ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტაცია არ იკითხება;
ზ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე;
თ) საჩივარი ხელმოუწერელია;
ი) საჩივარი წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა.
3. დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ხარვეზის არსებობის მიუხედავად მიიღოს საჩივარი წარმოებაში, თუ იგი არსებითად არ უშლის ხელს საჩივრის განხილვას.
საქართველოს 2017 წლის 21
აპრილის
კანონი
№649
- ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
- 21.04.2017 კანონი №649
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 300. საჩივრის წარმოებაში მიღება 1. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს: ა) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ბ) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები; გ) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი; დ) საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია; ვ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტაცია არ იკითხება; ზ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე; თ) საჩივარი ხელმოუწერელია (გ; ი) საჩივარდი წარმომადგენლის მიექტრო არის წარდგენუილაი და მას არ ერთვის წარმომადგენილობის უფლებაჩმოსივრლების და)მადასტურებელი დოკუმენტი. 2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა. 3. დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ხარვეზის არსებობის მიუხედავად მიიღოს საჩივარი წარმოებაში, თუ იგი არსებითად არ უშლის ხელს საჩივრის განხილვას.