1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
2. დავების განხილვის საბჭო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
31. ამ კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურში არ საჩივრდება. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
4. დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
5. დავის განმხილველ ორგანოებს აქვთ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს საჩივრის განხილვისა და მომჩივნებთან ურთიერთობის წესს.
6. დავების განხილვის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოში შესული საჩივრების განსახილველად მომზადებას, მომჩივნებისთვის სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმებას.
7. დავების განხილვის საბჭოს აპარატს უფლება აქვს, თავისი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დავის მხარეებთან ჩაატაროს მოსამზადებელი შეხვედრა საჩივართან დაკავშირებული გარემოებების დასაზუსტებლად.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.05.2018 კანონი №2391
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 297. საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები). 2. დავების განხილვის საბჭო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 31. ამ კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურში არ საჩივრდება. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. 4. დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 5. დავის განმხილველ ორგანოებს აქვთ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს საჩივრის განხილვისა და მომჩივნებთან ურთიერთობის წესს. 6. დავების განხილვის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოში შესული საჩივრების განსახილველად მომზადებას, მომჩივნებისთვის სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმებას. 7. დავების განხილვის საბჭოს აპარატს უფლება აქვს, თავისი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დავის მხარეებთან ჩაატაროს მოსამზადებელი შეხვედრა საჩივართან დაკავშირებული გარემოებების დასაზუსტებლად.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(48)
- საქმე №ბს-520(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
…გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური…
- საქმე №ბს-423(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2024
…განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული 2024 წლის 26 მარტის №21685/2/2023 გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, რომლის მისამართია ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №16. საგადასახადო კოდექსის 297.1 მუხლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს…
- საქმე №ბს-562(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
…უკვე გადაწყვეტილი საკითხის ხელახლა შეფასებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში…
- საქმე №ბს-883(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2023
…მიზნით და სრულად შეესაბამებოდა მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში…
- საქმე №ბს-843(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2022
…18.01.2021 წლის N 165 ბრძანებას. 2021 წლის 23 ივლისის №13809/2/2021 გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, რომლის მისამართია ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა N 16. საგადასახადო კოდექსის 297.1 მუხლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს…
- საქმე №ბს-1112(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
- საქმე №ბს-1189(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2021
- საქმე №ბს-205-203(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.09.2014
- საქმე №ბს-106-99(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2013
- საქმე №ბს-48-43(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2013
- საქმე №330310017002007609 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2019
- საქმე №330310018002574412 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.10.2019
- საქმე №330310017002214855 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2019
- საქმე №330310017001779787 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №330310017001834031 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.05.2019
- საქმე №330310017002147783 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.03.2019
- საქმე №330310015696574 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №330310017001984821 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2019
- საქმე №330310017001898485 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.11.2018
- საქმე №330310017001818384 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №330310015001193826 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2018
- საქმე №330310015001107985 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2018
- საქმე №330310016001381401 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №330310015001088947 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.03.2018
- საქმე №330310018002700616 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №330310019002958794 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.11.2019
- საქმე №330310019002919042 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.11.2019
- საქმე №330310019002857279 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.11.2019
- საქმე №330310018002710070 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.10.2019
- საქმე №330310018002769039 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №330310017002045843 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №330100117002148475 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.05.2019
- საქმე №330310017002151842 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.05.2019
- საქმე №330310018002748655 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.05.2019
- საქმე №330310018002574412 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330310018002451760 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №330310018002698215 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330310018002500527 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №330310017002238945 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №330310018002627237 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 48-დან.