ბრძანება N 5345

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 11.03.2026
№ დოკუმენტი 5345
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 5345

11 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 9 თებერვლის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 მარტის სხდომაზე (ოქმი №20) იმსჯელა შპს „------“ (ს/ნ -----) 2026 წლის 9 თებერვლის №100658/1/2026 საჩივარზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი ოქტომბრის №25657/2/2025 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის №005-53 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16155 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხოლო ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგად გამოცემული 2025 წლის 14 მაისის №----- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „------“ (ს/ნ -----) 2025 წლის 30 მაისის საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15578 ბრძანებით დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის პირველი ოქტომბრის №25657/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში - დავის განმხილველი ორგანოები).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი ოქტომბრის №25657/2/2025 გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის საკითხი სცილდება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის საკითხი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 9 თებერვლის საჩივარი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი ოქტომბრის №25657/2/2025 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით განსაზღვრული საქონლის რეალიზებულად მიჩნევის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს-ს მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16155 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხოლო ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგად გამოცემული 2025 წლის 14 მაისის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს-ს 2025 წლის 30 მაისის საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15578 ბრძანებით დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის პირველი ოქტომბრის №25657/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის საკითხი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს, შპს-ს დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი ოქტომბრის №25657/2/2025 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:301(ბ)