ბრძანება N 27260
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27260
11 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 22 ნოემბრის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №98) იმსჯელა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 22 ნოემბრის №98986/1/2025 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №042-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის №98158/1/2025 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №042-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი 2025 წლის 18 აგვისტოს №97612/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 სექტემბრის №20167 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 3 ნოემბრის №98158/1/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში - დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
2. მომჩივანს უფლება აქვს, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.
ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №042- 23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის №98158/1/2025 გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის საკითხი სცილდება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №042-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის №98158/1/2025 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №042-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის №98158/1/2025 გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №042- 23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის №98158/1/2025 გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის საკითხი სცილდება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციას.
გადაწყვეტილება
ოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №042-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის №98158/1/2025 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ბ,ზ )