განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015696574 (N3ბ/656-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები - ილონა თოდუა, შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე)- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ე-----–------------ე;
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - ნ----------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ----------–- ა-–-----ა, შპს „ფ-------–----ი“;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტების მოთხოვნა:
1.1. სსიპ შემოსავლების სამსახური ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
1.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ----------–- ა-–-----ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 1-----------ის გადაწყვეტილება №8-------- საჩივარზე. დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „ფ--------–----ის” ყოფილი დირექტორის ნ----------–- ა-–-----ას საჩივრის (სსიპ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თარიღი - 2014 წლის პირველი აგვისტო) განხილვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს შპს „ფ-------–----ის” ყოფილი დირექტორის ნ----------–- ა-–-----ას საჩივრის განხილვა (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში რეგისტრაციის თარიღი - 2014 წლის 4 აგვისტო) სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანებისა და შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 29 ნოემბრის №მ----- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „ფ-------–----ის“ საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება, რომლის საფუძველზეც გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე გამოცემულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და საწარმოს წარედგინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, შპს ,,ფ-------–----ს” გადასახდელად დაერიცხა სულ 233 591,74 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების 2006 წლის შუალედური აქტი;
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანება;
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა.
2013 წლის 28 ნოემბერს შპს „ფ-------–----ს“ წარედგინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №5---- საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა სულ 735 698,62 ლარი.
საგადასახადო მოთხოვნაზე გაკეთებულია ნ----------–- ა-–-----ას აღნიშვნა, რომ მას საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა 2014 წლის 25 ივლისს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნა.
2013 წლის 25 იანვარს შპს „ფ-------–----ის“ ყოფილმა დირექტორმა ნ----------–- ა-–-----ამ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და განმარტა, რომ 2013 წლის 27 დეკემბერს, მის ადვოკატს შპს „ფ-------–----ის“ ადმინისტრაციისაგან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გამოცემულია 2012 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანებისა და საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე, ხოლო საგადასახადო შემოწმების პერიოდში საწარმოს დირექტორს ნ----------–- ა-–-----ა წარმოადგენდა. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ შპს „ფ-------–----ის“ მოქმედი ხელმძღვანელები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ არ ასაჩივრებენ გამოცემულ აქტებს, რის გამოც ნ----------–- ა-–-----ას, როგორც საგადასახადო შემოწმების პერიოდისთვის შპს „ფ-------–----ის“ ხელმძღვანელ პირს, შესაძლებელია, შეექმნას გამოუვალი სიტუაცია და მოუწიოს სამართალდამცავების წინაშე რიგ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ----------–- ა-–-----ამ ითხოვა წარდგენილი საჩივრის წარმოებაში მიღება და საქმეში მისი, როგორც საგადასახადო შემოწმების დროისათვის კომპანიის დირექტორის, ჩართვა.
ნ----------–- ა-–-----ამ საჩივარში მიუთითა იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე, რატომაც არ ეთანხმება 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვა მითითებული საგადასახადო მოთხოვნისა და აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანების ბათილად ცნობა და დარიცხული თანხებისაგან გათავისუფლება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 25 იანვრის საჩივარი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებით ნ----------–- ა-–-----ას 2013 წლის 25 იანვრის საჩივარი დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე. ბრძანებაში განმარტებულია, რომ საჩივარი წარდგენილია ნ----------–- ა-–-----ას მიერ და საჩივარს არ ერთვის უფლებამოსილების დამადასტურებული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნ----------–- ა-–-----ას აქვს უფლებამოსილება, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები შპს „ფ-------–----ის“ სახელით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება.
ნ----------–- ა-–-----ამ 2014 წლის 31 ივლისის საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და აღნიშნა, რომ 2014 წლის 25 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის მეშვეობით ჩაბარდა შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნა. საჩივრის ავტორმა მიუთითა 2013 წლის 25 იანვრის საჩივარზეც და დამატებით განმარტა, რომ მოცემული საჩივრით ითხოვს 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანების ბათილად ცნობასა და საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობით, ასევე, შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნისა და 2012 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანების ბათილად ცნობასა და მითითებული ბრძანებებით დარიცხული თანხებისაგან გათავისუფლებას. აღნიშნული საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულია 2014 წლის 1 აგვისტოს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 31 ივლისის საჩივარი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2014 წლის 4 აგვისტოს №8------- სამსახურებრივი ბარათით ნ----------–- ა-–-----ას წარდგენილი საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებისა და შპს „ფ-------–----ის“ მიმართ გამოცემული 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე, კუთვნილებისამებრ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2014 წლის 4 აგვისტოს №8------- სამსახურებრივი ბარათი.
2014 წლის 4 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში რეგისტრირებულ იქნა შპს „ფ-------–----ის“ დირექტორის ნ----------–- ა-–-----ას საჩივარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 1-----------ის გადაწყვეტილებით №8-------- საჩივარი დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე. გადაწყვეტილებაში გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მითითებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილების მიხედვით, საჩივარი საბჭოში წარდგენილია შემოსავლების სამსახურის მეშვეობით 2014 წლის 4 აგვისტოს, ხოლო შემოსავლების სამსახურის კანცელარიაში რეგისტრირებულია 2014 წლის პირველ აგვისტოს.
გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 აგვისტოს №8------- სამსახურებრივი ბარათით წარდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება ჩაბარდა ნ----------–- ა-–-----ას 2013 წლის 17 აპრილს. აღნიშნული აქტის გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 7 მაისს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 1-----------ის გადაწყვეტილება.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2012 წლის 24 აგვისტოს ამონაწერით, შპს „ფ-------–----ის“ დირექტორს წარმოადგენს ნ----------–- ა-–-----ა, ხოლო 2012 წლის 11 სექტემბრის ამონაწერის მიხედვით - შ-------–----–--------ბ, 2013 წლის 10 აპრილის ამონაწერის შესაბამისად კი - მ-----------–--ე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 აგვისტოს №8------- სამსახურებრივი ბარათით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ეცნობა, რომ 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება ნ----------–- ა-–-----ას ჩაბარდა ხელზე. ბარათს ერთვის საფოსტო უკუგზავნილი, რომლის მიხედვითაც, ნ----------–- ა-–-----ას გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა 2013 წლის 17 აპრილს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 აგვისტოს №8------- სამსახურებრივი ბარათი;
- საფოსტო გზავნილი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 29 ივლისის №2---------- მიმართვით ნ----------–- ა-–-----ას, 2014 წლის 28 ივლისის განცხადების პასუხად, გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 29 ივლისის №2---------- მიმართვა.
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შემოწმდეს, რამდენად მოახდინეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სწორი და ჯეროვანი რეაგირება წარდგენილ საჩივრებზე და რამდენად კანონშესაბამისად მოხდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 1-----------ის გადაწყვეტილებით საჩივრის განუხილველად დატოვება. რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებით საჩივრის განუხილველად დატოვებას, სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს, რამდენად სწორად მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის ავტორის არაუფლებამოსილებაზე მითითებით საჩივრის განუხილველად დატოვება, რამეთუ აღნიშნული ბრძანების კანონიერების შემოწმება დამოკიდებულია მხარის მიერ მის დროულად გასაჩივრებაზე და თუკი დადგინდება, რომ მხარემ საჩივარი დროულად წარადგინა, სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ უნდა მოახდინოს წარდგენილი საჩივრის ფარგლებში №1---- ბრძანების კანონშესაბამისობის საკითხის შესწავლა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, №8-------- საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან გადაწყვეტილების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 აგვისტოს №8------- სამსახურებრივი ბარათით წარდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება ნ----------–- ა-–-----ას ჩაბარდა 2013 წლის 17 აპრილს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 აგვისტოს №8------- სამსახურებრივ ბარათზე, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ეცნობა, რომ 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება ნ----------–- ა-–-----ას ჩაბარდა ხელზე. ბარათს ერთვის საფოსტო უკუგზავნილი, რომლის მიხედვითაც ნ----------–- ა-–-----ას გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა 2013 წლის 17 აპრილს. ამასთან, მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის მის მიერ 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანების 2013 წლის 17 აპრილს ჩაბარებას და აღნიშნავს, რომ ბრძანება ჩაბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 29 ივლისის №2---------- მიმართვით. საქმეში ასევე წარდგენილია მითითებული მიმართვა, რომლის თანახმადაც, ნ----------–- ა-–-----ას, 2014 წლის 28 ივლისის განცხადების პასუხად, გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება.
სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია დაუკავშირდეს მხოლოდ მის ოფიციალურ გაცნობას და სწორედ ადმინისტრაციული ორგანო არის ვალდებული, რომ უზრუნველყოს ადრესატისთვის აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობა. შესაბამისად, მანვე უნდა უზრუნველყოს იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებითაც დადასტურდება მხარისათვის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაგზავნა და ჩაბარება. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარდგენილ საფოსტო უკუგზავნილზე და განმარტა, რომ მართალია, ადასტურებს, რომ ნ----------–- ა-–-----ას ჩაბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურის გზავნილი 2013 წლის 17 აპრილს, თუმცაღა უკუგზავნილში არ არის მითითება, თუ რა დოკუმენტი ჩაბარდა მხარეს. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო შემთხვევის გადაწყვეტისათვის აუცილებელია, რომ ცალსახად დასტურდებოდეს სადავო ბრძანების მხარისთვის ჩაბარება, საფოსტო გზავნილი კი ადასტურებს მხოლოდ გარკვეული გზავნილის მოსარჩელისთვის ჩაბარებას, თუმცაღა უტყუარად არ ადასტურებს მხარისთვის სწორედ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანების ჩაბარებას.
სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციური თუ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, რომ პირის ინტერესი შეილახოს მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე. ვინაიდან გასაჩივრების უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ქმედით და ეფექტურ პროცესუალურ უფლებას პირის უფლებების დაცვისათვის და მისი რეალიზება პირდაპირ და უშუალოდ არის დაკავშირებული აქტის ჩაბარებასთან, ხოლო გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლა იწვევს აქტის კანონიერ ძალაში შესვლასა და შესრულების სავალდებულოობას, მხარისათვის აქტის ჩაბარების თარიღის დადგენა ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ვარაუდზე და აღნიშნული ფაქტი მხოლოდ სათანადო მტკიცებულების საფუძველზე უტყუარად უნდა დასტურდებოდეს. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილი სასამართლომ დადასტურებულად ვერ მიიჩნია მოსარჩელისათვის 2013 წლის 17 აპრილს სწორედ ბრძანების ჩაბარება, ყურადღება გაამახვილა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 29 ივლისის №2---------- მიმართვაზე, რომლითაც ნ----------–- ა-–-----ას გაეგზავნა 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება და განმარტა, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს ამ უკანასკნელს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს №1---- ბრძანების გაგზავნაზე. შესაბამისად, რადგან ნ----------–- ა-–-----ას 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირდა 2014 წლის 1 აგვისტოს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გადაგზავნის შემდეგ - 2014 წლის 4 აგვისტოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარის მიერ საჩივარი წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი 20-დღიანი ვადის დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით №8-------- საჩივრის განუხილველად დატოვება გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს უნდა დაევალოს, განიხილოს, ნ----------–- ა-–-----ას 2014 წლის 4 აგვისტოს საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა, ამ მოთხოვნის გამოცემის საფუძველი აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანება და შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მოთხოვნაზე - დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, განიხილოს შპს „ფ-------–----ის” 2014 წლის 4 აგვისტოს საჩივარი, რომლითაც შპს „ფ-------–----ის“ ყოფილი დირექტორის ნ----------–- ა-–-----ას მიერ გასაჩივრებულია შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნა და ამ მოთხოვნის გამოცემის საფუძველი - 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანება.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი ნ----------–- ა-–-----ას 2014 წლის 31 ივლისის საჩივარში, რომელიც სსიპ შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირდა 2014 წლის პირველ აგვისტოს, მოსარჩელე სხვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებთან ერთად ითხოვda შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანების ბათილად ცნობასაც. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2014 წლის 4 აგვისტოს №8------- სამსახურებრივი ბარათით ნ----------–- ა-–-----ას წარდგენილი საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებისა და შპს „ფ---------–----ის“ მიმართ გამოცემული 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე, კუთვნილებისამებრ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურს. ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დავების განხილვის საბჭომ იმსჯელა სწორედ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებისა და შპს „ფასტ- პლიუსის“ მიმართ გამოცემული 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის მიმართ, თუმცაღა არ უმსჯელია შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და №6---- ბრძანების თაობაზე, რამეთუ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, იგი არ იყო ინსტანციურად უფლებამოსილი ემსჯელა მითითებულ საგადასახადო მოთხოვნაზე, ვიდრე აღნიშნულ საკითხს შემოსავლების სამსახური არ განიხილავდა. სწორედ ამიტომ მოხდა სამსახურებრივ ბარათში მითითება, თუ რა ნაწილში მოხდა საჩივრის გაგზავნა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე რომლის მიხედვით, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
სასამარათლომ მიუთითა, რომ საჩივრის განხილვა პირველ ყოვლისა მოიცავს სადავო საკითხისა და გასაჩივრებული აქტების დადგენას, რომელთა შესახებ მხარის პოზიციასაც ამომწურავად უნდა უპასუხოს დავის განმხილველმა ორგანომ. ამასთან, გასაჩივრებულ აქტებსა და მოთხოვნებს მიუთითებს საჩივრის ავტორი. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია მოთხოვნათა ამ ფარგლებით და ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის ავტორის მოთხოვნათა შესაბამისად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ თუკი საჩივრის წარდგენის შემდგომ ადმინისტრაციული ორგანო დაიწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას და გამოსცემს ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად მაინც არ ჩაითვლება, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება არ პასუხობს გასაჩივრებულ საკითხს, არის დაუსაბუთებელი და გაუგებარი. აღნიშნული, ფაქტობრივად, საჩივრის განუხილველობას უტოლდება, რამეთუ მხარის მოთხოვნა მაინც არ არის გადაწყვეტილი.
სასამართლომ განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ნ----------–- ა-–-----ას 2014 წლის 31 ივლისის საჩივარში ნათლად და გარკვევით არის მითითებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები და მხარის პოზიცია მათ უკანონობასთან დაკავშირებით, მათ შორის, სადავო ქცეული შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანების კანონიერების შესწავლა სწორედ შემოსავლების სამსახურის განსჯად საკითხს მიეკუთვნებოდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საჩივრის გადაგზავნისას მითითებულია სადავოდ ქცეულ სხვა ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებზე, შემოსავლების სამსახურს ნ----------–- ა-–-----ას საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ განუხილავს, არ უმსჯელია მხარის მიერ დასმული საკითხების კანონშესაბამისობაზე და არ გამოუცია აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს შპს „ფ-------–----ის” ყოფილი დირექტორის ნ----------–- ა-–-----ას საჩივრის განხილვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
აპელანტის განმარტებით, ფ/პ ნ----------–- ა-–-----ამ, 2013 წლის 25 იანვარს შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი, შპს „ფ-------–----ის“ საქმეზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 26 დეკემბრის N0------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით. შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის N1---- ბრძანებით, საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რადგან საჩივარი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.
აპელანტის განმარტებით, შპს „ფ-------–---ის“ ყოფილი დირექტორის ნ----------–- ა-–-----ას საჩივარი საჭოში წარდგენილია შემოსავლების სამსახურის მეშვეობით 2014 წლის 4 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის კანცელარიაში რეგისტრირებულია 2014 წლის 1 აგვისტოს.
წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. ასევე ყურადღებას ამახვილებს ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივანისათვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საჩივრის ავტორის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 აგვისტოს N8------- სამსახურეობრივი ბარათით წარდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის N1---- ბრძანება ჩაბარდა ნ----------–- ა-–-----ას 2013 წლის 17 აპრილს, აღნიშნული აქტის გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 7 მაისს. საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარდგენილია 2014 წლის 4 აგვისტოს კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების 20 დღიანი ვადის დარღვევით და სახეზე იყო საჩივრის განუხილველად დატოვების სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა გაზიარებული მოსარჩელის ინეტერსები და ბათილად იქნა ცნობილი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქმის ფატქობრივ გარემოებეზე და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „ფ-------–---ის“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზეც გამოიცა 2012 წლის 20 დეკემბრის შემოწმების აქტი, 2012 წლის 26 დეკემბრის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. შპს “ფ-------–---ის“ ყოფილმა დირექტორმა, ნ----------–- ა-–-----ამ 2013 წლის 25 იანვარს შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი, შპს „ფ-------–---ის“ საქმეზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 26 დეკემბრის N0------- „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმების მოთხოვნით. შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის N1---- ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ იგი არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა.
აპელანტის განმარტებით, შპს „ფ-------–---ის“ წარმომადგენელმა 2013 წლის 24 იანვარს მიმართა შემოსავლების სამსახურს მის მიმართ გამოცემული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მიუთითებს, რომ ფ/პ ნ----------–- ა-–-----ას, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება ჩაბარდა 2013 წლის 17 აპრილს, რაც წარმომადგენლის განმარტებით დასტურდება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ საფოსტო უკუგზავნილით, რომლის ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, წარმოადგენს მოსარჩელის პოზიციისათვის დაუსაბუთებელი უპირატესობის მინიჭებას.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე მხარის იმ განმარტებაზე, რომ სადავოდ გამხდარი ბრძანება ჩაბარდა 2014 წლის 29 ივლისის მიმართვით და განმარტავს, რომ მიუხედავად ამისა პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ ნ----------–- ა-–-----ამ შემოსავლების სამსახურში 2014 წლის 1 აგვისტოს წარადგინა საჩივარი, რომლითაც მან მოითხოვა 2013 წლის 12 აპრილის ბრძანებისა და 2012 წლის 26 დეკემბრის N0------- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 7 მაისს, შესაბამისად დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტისა და 305-ე მუხლის საფუძველზე საჩივარი დარჩა განუხილველი. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებები შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლებს;
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა განამრტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „ფ---------–----ის“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, რომლის საფუძველზეც გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. აღნიშნულ პერიოდში საწარმოს დირექტორს წარმოადგენდა ნ----------–- ა-–-----ა. საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანება და საწარმოს წარედგინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს ,,ფ-------–----ს” გადასახდელად დაერიცხა სულ 233 591,74 ლარი. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო შემოწმების საბოლოო შედეგების მიხედვით საზოგადოებას წარედგინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახდელად დაერიცხა სულ 735 698,62 ლარი.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ნ----------–- ა-–-----ამ, როგორც შპს „ფ-------–----ის“ ყოფილმა დირექტორმა, 2013 წლის 25 იანვარს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და განმარტა, რომ ვინაიდან მისთვის ცნობილი ინფორმაციით, შპს „ფ-------–----ის“ მოქმედი ხელმძღვანელობა დარიცხულ თანხებს არ ასაჩივრებს, ხოლო მათ გამო, ნ----------–- ა-–-----ას, როგორც საწარმოს ყოფილ დირექტორს, შესაძლებელია, შეექმნას გარკვეული პრობლემები, იგი ითხოვს 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნისა და აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანების ბათილად ცნობას. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებით, ნ----------–- ა-–-----ას 2013 წლის 25 იანვრის საჩივარი დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ საჩივარი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. 2014 წლის 31 ივლისს ნ----------–- ა-–-----ამ კვლავ წარადგინა საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურში და 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნისა და №3---- ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და №6---- ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირდა 2014 წლის პირველ აგვისტოს და 2014 წლის 4 აგვისტოს №8------- სამსახურებრივი ბარათით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს. ამასთან, მიმართვაში მითითებულია, რომ კუთვნილებისამებრ, იგზავნება ნ----------–- ა-–-----ას წარდგენილი საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებისა და შპს „ფ-------–----ის“ მიმართ გამოცემული 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე.
დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, №8-------- საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე.
განსახილველი დავის ფარგლებში პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შემოწმდეს, რამდენად მოახდინეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სწორი და ჯეროვანი რეაგირება წარდგენილ საჩივრებზე და რამდენად კანონშესაბამისად მოხდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 1-----------ის გადაწყვეტილებით საჩივრის განუხილველად დატოვება. რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებით საჩივრის განუხილველად დატოვებას, განსახილველი დავის ფარგლებში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სასამართლოს არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს, რამდენად სწორად მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის ავტორის არაუფლებამოსილებაზე მითითებით საჩივრის განუხილველად დატოვება, რამეთუ აღნიშნული ბრძანების კანონიერების შემოწმება დამოკიდებულია მხარის მიერ მის დროულად გასაჩივრებაზე და თუკი დადგინდება, რომ მხარემ საჩივარი დროულად წარადგინა, სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ უნდა მოახდინოს წარდგენილი საჩივრის ფარგლებში №1---- ბრძანების კანონშესაბამისობის საკითხის შესწავლა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლზე რომლითაც განსაზღვრულია გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი.
პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთის მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორეს მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების მხარისთვის ჩაბარებასთან, კანონმდელობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.
პალატა მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით , №8-------- საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან გადაწყვეტილების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 აგვისტოს №8------- სამსახურებრივი ბარათით წარდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება ნ----------–- ა-–-----ას ჩაბარდა 2013 წლის 17 აპრილს.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 აგვისტოს №8------- სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ეცნობა, რომ 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება ნ----------–- ა-–-----ას ჩაბარდა ხელზე. ბარათს ერთვის საფოსტო უკუგზავნილი, რომლის მიხედვითაც ნ----------–- ა-–-----ას გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა 2013 წლის 17 აპრილს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარემ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს სადავოდ გახადა მის მიერ 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანების 2013 წლის 17 აპრილს ჩაბარება და აღნიშნა, რომ ბრძანება ჩაბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 29 ივლისის №2---------- მიმართვით. მართალია საქმეში წარმოდგენილია მითითებული მიმართვა, რომლის თანახმადაც, ნ----------–- ა-–-----ას, 2014 წლის 28 ივლისის განცხადების პასუხად, გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანება, თუმცა სააპელაციო სასამართლში საქმის განხილვის დროს, აპელანტის სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი რომლითაც ცალსახად დგინდება, რომ 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბ/რ04 ბრძანება ნ----------–- ა-–-----ას ჩაბარდა 2013 წლის 17 აპრილს. სხდომაზე წარმოდგენილ საფოსტო გზავნილზე მკვეთრად იკითხება საქმის ნომერი - N1---- და ასევე - ბ/რ 04 რაც მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ნ----------–- ა-–-----ას ჩაბარდა სწორედ ეს ბრძანება და არა სხვა სახის დოკუმენტი.
პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია დაუკავშირდეს მხოლოდ მის ოფიციალურ გაცნობას და სწორედ ადმინისტრაციული ორგანო არის ვალდებული, რომ უზრუნველყოს ადრესატისთვის აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობა. შესაბამისად, მანვე უნდა უზრუნველყოს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებითაც დადასტურდება მხარისათვის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაგზავნა და ჩაბარება. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში, აპელანტის მიერ წარმოდგენილი საფოსტო გზავნილით, ცალსახად დგინდება 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბ/რ04 ბრძანების ნ----------–- ა-–-----ასათვის 2013 წლის 17 აპრილს ჩაბარების ფაქტი.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ზემოთმითითებული საკანონმდებლო რეგულაციიდან გამომდინარე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აქტის გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 7 მაისს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარდგენილია 2014 წლის 4 აგვისტოს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე რომლითაც განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
რაც შეეხება მოთხოვნას - სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს განიხილოს შპს „ფ-------–----ის” 2014 წლის 4 აგვისტოს საჩივარი, რომლითაც შპს „ფ-------–----ის“ ყოფილი დირექტორის ნ----------–- ა-–-----ას მიერ გასაჩივრებულია შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნა და ამ მოთხოვნის გამოცემის საფუძველი - 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანება, პალატა განმარტავს შემდეგს:
საქმეში წარმოდგენილ ნ----------–- ა-–-----ას 2014 წლის 31 ივლისის საჩივარში, რომელიც სსიპ შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირდა 2014 წლის პირველ აგვისტოს, მოსარჩელე სხვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან ერთად ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანების ბათილად ცნობასაც. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2014 წლის 4 აგვისტოს №8------- სამსახურებრივი ბარათით ნ----------–- ა-–-----ას წარდგენილი საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებისა და შპს „ფ-------–----ის“ მიმართ გამოცემული 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე, კუთვნილებისამებრ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურს. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დავების განხილვის საბჭომ იმსჯელა სწორედ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის №1---- ბრძანებისა და შპს „ფასტ- პლიუსის“ მიმართ გამოცემული 2012 წლის 26 დეკემბრის №0------- საგადასახადო მოთხოვნის მიმართ, თუმცაღა არ უმსჯელია შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და №6---- ბრძანების თაობაზე, რამეთუ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, იგი არ იყო ინსტანციურად უფლებამოსილი ემსჯელა მითითებულ საგადასახადო მოთხოვნაზე, ვიდრე აღნიშნულ საკითხს შემოსავლების სამსახური არ განიხილავდა. სწორედ ამიტომ მოხდა სამსახურებრივ ბარათში მითითება, თუ რა ნაწილში მოხდა საჩივრის გაგზავნა.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი ასლი.
მითითებული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 202-ე მუხლზე რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
მითითებული კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია: ა) დააკმაყოფილოს საჩივარი; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი; გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი; დ) განუხილველად დატოვოს საჩივარი; ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს საჩივრის განხილვა; ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი სააპელაციო სასამართლოსთვის ცხადყოფს, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესითა და ვადაში სადავოდ გახადოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ემსახურება დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და იგი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ პირის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ თვითკონტროლის განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას, განსხვავებით სასამართლო წარმოებისაგან, შეისწავლება როგორც სადავო საკითხის კანონიერება, ისე მიზანშეწონილობა, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული პირის კანონით დაცული ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებასა და უზრუნველყოფასთან.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115 (2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
პალატა განმარტავს, რომ საჩივრის განხილვა პირველ ყოვლისა მოიცავს სადავო საკითხისა და გასაჩივრებული აქტების დადგენას, რომელთა შესახებ მხარის პოზიციასაც ამომწურავად უნდა უპასუხოს დავის განმხილველმა ორგანომ. ამასთან, გასაჩივრებულ აქტებსა და მოთხოვნებს მიუთითებს საჩივრის ავტორი. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია მოთხოვნათა ამ ფარგლებით და ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის ავტორის მოთხოვნათა შესაბამისად.
პალატა აღნიშნავს, რომ თუკი საჩივრის წარდგენის შემდგომ ადმინისტრაციული ორგანო დაიწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას და გამოსცემს ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად მაინც არ ჩაითვლება, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება არ პასუხობს გასაჩივრებულ საკითხს, არის დაუსაბუთებელი და გაუგებარი. აღნიშნული, ფაქტობრივად, საჩივრის განუხილველობას უტოლდება, რამეთუ მხარის მოთხოვნა მაინც არ არის გადაწყვეტილი.
განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნ----------–- ა-–-----ას 2014 წლის 31 ივლისის საჩივარში ნათლად და გარკვევით არის მითითებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები და მხარის პოზიცია, მათ შორის, სადავო ქცეული შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანების კანონიერების შესწავლა სწორედ შემოსავლების სამსახურის განსჯად საკითხს მიეკუთვნებოდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საჩივრის გადაგზავნისას მითითებულია სადავოდ ქცეულ სხვა ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებზე, შემოსავლების სამსახურს ნ----------–- ა-–-----ას საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ განუხილავს, არ უმსჯელია მხარის მიერ დასმული საკითხების კანონშესაბამისობაზე და არ გამოუცია აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს შპს „ფ-------–----ის” ყოფილი დირექტორის ნ----------–- ა-–-----ას საჩივრის განხილვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის №5---- საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძველს.
5. საპროცესო ხარჯები:
5.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში როგორც სააპელაციო საჩივარი, ასევე სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 ლარის ანაზღაურება ნ----------–- ა-–-----ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურს სოლიდარულად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ნ----------–- ა-–-----ას სარჩელის დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „ფ--------–----ის” ყოფილი დირექტორის ნ----------–- ა-–-----ას საჩივრის (სსიპ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თარიღი - 2014 წლის პირველი აგვისტო) განხილვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის №5----- საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის №6---- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 ლარის ანაზღაურება ნ----------–- ა-–-----ას სასარგებლოდ დაეკისროთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურს სოლიდარულად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები : ილონა თოდუა
შოთა გეწაძე