განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
სახელმწიფო ბრალმდებელ - ზ-------------–----
ადვოკატ - მ--–--------–-------
ბრალდებულ - ა-------------–---- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ა---------------------–---------–------------------–-------–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------–-------------------–-) მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2----–-–------------–- რეგისტრირებულ იქნა შპს „--------------- რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელი დამფუძნებელი------–-–------------–----- იყო ა-------------–---. საზოგადოების საქმიანობის საგანი იყო სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტი და რეალიზაცია.
ა-------------–---ს ევალებოდა საწარმოს საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად და გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
მიუხედავად აღნიშნულისა, ა-------------–---მ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახავდა საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს და ყალბად უთითებდა მონაცემებს დეკლარაციებსა და ბალანსებში.
შ--------–-----------------------------------------------–----–----------------------------–--- თანამშრომელთა მიერ ჩატარდა შპს „--------------- საქმიანობის შემსწავლელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო 2----–-–--------------------------------- შემოწმების შუალედური აქტით,------–-–------------------- საგადასახადო შემოწმების აქტით და მათ საფუძველზე გამოცემული------–-–------------------------ საგადასახადო მოთხოვნით და------–-–--------------------------- საგადასახადო მოთხოვნით, 2----–-–------------–-----------–-–------------–-- საანგარიშო პერიოდზე, დამატებით, სულ ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 214 885 ლარი.
ა-------------–---მ არ ისარგებლა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა დაფარული გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 214 885 ლარი, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მოწმე თ----–--------–--–---–-- ჩვენებით, შპს „--------------- შემოწმება დაევალა------–-–------------------ ა--------------------------- ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სულ შედგა ორი აქტი. პირველი აქტი შედგა 2----–-–----------------- და მან მოიცვა------–-–-- საანგარიშო პერიოდი. ამ აქტის საფუძველზე გადამხდელს ჯამში დაეკისრა 101 820 ლარი. მეორე აქტი შედგა------–-–-------------------, რამაც მოიცვა------–-–-----------–-–---------–------- პერიოდი და გადამხდელს დაერიცხა 280 061 ლარი. საერთო ჯამში საგადასახადო შემოწმების შედეგებით დარიცხულმა თანხამ შეადგინა 381 881 ლარი. აქედან ძირითადი გადასახადი არის 254 852 ლარი, საიდანაც უშუალოდ ა-------------–---- დირექტორობის პერიოდში წარსადგენ დეკლარაციებზე დარიცხული თანხა არის 214 885 ლარი, ხოლო 127 299 ლარი არის ჯარიმა. შემოწმების პერიოდში შპს „--------------- ხელმძღვანელი პირი იყო ა---------------------–----------------------, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს და კომუნიკაცია ჰქონდათ ა-------------–---სთან, რომელიც------–-–---------–----- წარმოადგენდა შპს-ს დამფუძნებელსა და დირექტორს და შემოწმების პერიოდისთვის შ--------–----------------- ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით ფიქსირდებოდა საკონტაქტო პირად. შემოწმების პროცესში, როგორც მისთვის არის ცნობილი, ა-------------–---ს, როგორც კომპანიის წარმომადგენელს, ჰქონდა წვდომა------ პორტალზე, რადგან როცა შეატყობინა, რომ აქტი ატვირთული იყო, მან თანხმობა განაცხადა გაცნობაზე და ელექტრონულად იმავე დღეს გაეცნო აქტს. ამასთან ბაზაში ჩანდა, რომ მას ნანახი ჰქონდა აქტი. შემოწმების პროცესში, ა-------------–---, როგორც დირექტორი, უფლებამოსილი პირი არ იყო. შემოწმების დასრულების პერიოდისთვის ა-------------–--- ასევე არ იყო უფლებამოსილი პირი, არ იყო დირექტორი და არ ჰქონდა შესაბამისი მინდობილობა იმისათვის, რომ ჩაბარებოდა და გაცნობოდა აქტს, შესაბამისად მას, როგორც არაუფლებამოსილ პირს, აღნიშნულზე წერილობით ეთქვა უარი. ა-------------–----თვის რაიმე განმარტებები მოსალოდნელი ვალდებულებების შესახებ, რაც შემოწმების აქტის შემდეგ შეიძლება გასჩენოდა კომპანიას, არ განუმარტავთ. მას მინდობილობის გარეშე აქტის გასაჩივრება არ შეეძლო, ხოლო აქტი საჩივრდება მისი გაცნობიდან 30 დღის ვადაში დავების დეპარტამენტში ან სასამართლოში.
მოწმე დ-------–---–------ ჩვენებით, მის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ა-------------–---- მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე. გამოძიებას საფუძვლად ედო შ--------–---------------------------------------------- მიერ ჩატარებული „--------------- საგადასახადო შემოწმების მასალები, რითაც გამოვლენილი იყო ა-------------–---- მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადის დამალვის ფაქტი და სწორედ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის მას წარედგინა ბრალდება. შემოწმების პერიოდში შედგენილი იყო ორი აქტი და მათი მონაცემებით ჯამში გამოვიდა 214 889 ლარი დამალული გადასახადი ძირითადი თანხის ნაწილში. გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო შემოწმების გასაჩივრების უფლება აქვს შემოსავლების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში და სასამართლოში. ასევე მას აქვს უფლება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის წარმოების გარეშე პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. ა-------------–---- მიერ ასეთი დავა წარმოებული არ ყოფილა. საქმის მასალების მიხედვით, ა-------------–---მ მიმართა ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ მას, როგორც არაუფლებამოსილ პირს ეთქვა უარი, თუმცა მას ჰქონდა მეორე შესაძლებლობაც, რომ მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა გამოთხოვილი მასალებით, მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. მოწმემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ნამდვილობა. პირადად მისთვის ა-------------–---ს არ მიუმართავს ისეთი განცხადებით, რომ აქტი მოეთხოვა. შპს „-------------- სხვა დირექტორიც ჰყავდა, როგორც ახსოვს ა--------------–--------–---, რომელიც გამოძიების პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. საქმის მასალების მიხედვით, შემოწმების აქტი ჩაბარებული ჰქონდა ა-------------–---ს ელექტრონულად, რაც ფიქსირდებოდა--- პორტალზე.
ბრალდებულ ა-------------–---- ჩვენებით, შპს „--------------- დირექტორი და ბუღალტერი იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო------–-–---------–-- თვეში გაასხვისა ა---------------------–------. მათი საქმიანობის სფერო იყო ს--------------------------------- საქონლის იმპორტი. აუდიტორ თ----–--------–--–---–--გან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ტარდებოდა შემოწმება და დაიბარეს როგორც ინდ.მეწარმე „ა-------------–---“, რადგან მიმდინარეობდა რევიზია და საჭირო იყო მისი მისვლა. როდესაც საგადასახადო ორგანოში მივიდა, ამოწმებდნენ ფიზიკურ პირს - „ა-------------–---ს“, პარარელურ რეჟიმში გააცნეს ბრძანება, რომ უნდა ჩატარებულიყო „--------------- შემოწმება. მათ უთხრა, რომ ბრძანებას არ ჩაიბარებდა, ვინაიდან არ იყო „--------------- არც დირექტორი და არც ბუღალტერი. შესაბამისად არც „--------------- საბუღალტრო საბუთები ჰქონია. შემოწმების პერიოდში „-------------- და ინდ.მეწარმე „ა-------------–---“ არ იყო ერთი სუბიექტი. „--------------- შემოწმების აქტი ჩაბარდა ბრალის წაყენების შემდეგ, როდესაც ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. მანამდე მას მხოლოდ მოთხოვნა ჰქონდა ჩაბარებული, სადაც აღნიშნული იყო მხოლოდ თანხა, თუმცა რა პერიოდს ეხებოდა, როგორ და ა.შ., არ იყო მითითებული მოთხოვნაში. ამიტომ მისთვის უცნობია რა პერიოდს ედავებოდნენ, რა თანხას და რისთვის. მოთხოვნა, რაც ორჯერ ჩაბარდა, (ერთხელ შემოსავლების სამსახურში, ერთხელ გამომძიებლის მიერ), მაშინვე, ვადებში გაასაჩივრა და ითხოვდა აქტის გაცნობას და იმის გაგებას, მოთხოვნაში რა იყო მისი ბრალი. თუმცა აღნიშნულზე მიუვიდა უარი, რომ სუბიექტი არ იყო და სასამართლოშიც არ შეეძლო გასაჩივრება. ამასთან, დამოუკიდებლად შემოწმება ვერ ჩაატარა, რადგან ა--------------–- დირექტორის შემდეგ საგადასახადო პორტალზე წვდომა აღარ ჰქონდა და შემოწმების აქტიც ელექტრონულად ამიტომ არ უნახავს. მის მიერ ვერც ინდ.მეწარმე „ა-------------–----“ გადამოწმება მოხდებოდა, რადგან შემოწმების პროცესში უკვე ხანდაზმული იყო---------------–--–- და მხოლოდ ბოლო 6 თვის შემოწმება იყო შესაძლებელი. აქტის გაცნობის შემთხვევაში, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ნამდვილად მისი ბრალეულობა იკვეთებოდა, საგადასახადო ორგანოსთან გააფორმებდა საგადასახადო შეთანხმებას, ან სხვა გზას ნახავდა, რათა საქმე სასამართლომდე არ მისულიყო.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–------------------------- ბრძანების თანახმად, დაინიშნა შპს „-------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა------–-–-- 2--------–-----------–-–--------–-------, ხოლო მასთან შერწყმული საწარმოს ი/მ „ა-------------–----“ (---------------- დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში შემოწმდა-------–-–----------------------–-–------------------ (შერწყმამდე) პერიოდი. შემოწმების ვადა განისაზღვრა------–-–-------------------------------------- ჩათვლით.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–-------------------------- ბრძანების თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების------–-–------------------------- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა------–-–---------------- ჩათვლით.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–----------------------- ბრძანების თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების------–-–------------------------- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა------–-–----------------- ჩათვლით.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–------------------------ ბრძანების თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების----------------------- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა------–-–-------------- ჩათვლით და შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა------–-–-- 2--------–-----------–-–--------–------- პერიოდი.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–-------------------- ბრძანების თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების----------------------- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა------–-–---------------–-- ჩათვლით.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–---------------–--------- ბრძანების თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების----------------------- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა------–-–-------------- ჩათვლით.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–-------------------------------- თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების----------------------- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა------–-–------------–-- ჩათვლით.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–------------–--------- ბრძანების თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების----------------------- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა------–-–------------ ჩათვლით.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–------------------- ბრძანების თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება დაევალა ა--------------------------- შ----–----------------------------–---------–---------------------–----–-----------------------–------------ აუდიტორებს - ე---------------------------–--------–--–---–-.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–------------------- ბრძანების თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების----------------------- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა------–-–--------------------–----
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–-------------------- ბრძანების თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების----------------------- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა------–-–---------–---- ჩათვლით.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–---------–----------- ბრძანების თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების----------------------- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა------–-–------------------ ჩათვლით.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–------------------------- ბრძანების თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების----------------------- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა------–-–------------------- ჩათვლით.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–-------------------------- ბრძანების თანახმად, შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების----------------------- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა------–-–---------------- ჩათვლით.
2----–-–--------------------------------- შემოწმების შუალედური აქტის თანახმად, შპს „-------------- ჯამში, ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 67 880 ლარი და ჯარიმა 33 940 ლარი. შპს „-------------- დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 12 335 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 12 335 ლარით.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–------------------------ ბრძანების თანახმად, შპს „-------------- (-------------- ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 101 820 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახდელი 67 880 ლარი, ჯარიმა 33 940 ლარი. შპს „-------------- (-------------- დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 12 335 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 12 335 ლარით. აღნიშნული ბრძანება ა-------------–---ს ჩაბარდა და გაეცნო------–-–----------------.
შ--------–----------------- N--------------------- მოთხოვნის თანახმად, შპს „-------------- ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 67 880 ლარი და ჯარიმა 33 940 ლარი. აღნიშნული მოთხოვნა ა-------------–---ს ჩაბარდა------–-–-----------------
შ--------–----------------- 2----–-–----------------------------- წერილის თანახმად, შპს „--------------- (-------------- მიმართ გამოცემულ 2----–-–------------------------ „საგადასახადო მოთხოვნას“ გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2----–-–----------------- შ--------–----------------- ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით.
2----–-–------------------ საჩივრის თანახმად, ა-------------–--- შემოსავლების სამსახურში ითხოვს შპს „--------------- საგადასახადო შემოწმების აქტის, ა--------------------------- 2----–-–------------------------ ბრძანებისა და N--------------------- მოთხოვნის გაუქმებას.
შ--------–----------------- 2----–-–-------------------------- ბრძანების თანახმად, ა-------------–---- საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, საჩივარზე არ იყო წარდგენილი მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.
შ--------–----------------- 2----–-–------------------------------ წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურში------–-–------------------ განსახილველად წარდგენილია ა-------------–---- (---------------- საჩივარი, რითაც მომჩივანი ითხოვს შპს „--------------- საგადასახადო შემოწმების აქტის, ა--------------------------- 2----–-–------------------------ ბრძანებისა და N--------------------- მოთხოვნის გაუქმებას. შ--------–----------------- 2----–-–-------------------------- ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს------–-–-------------------------- წერილის თანახმად, შპს „--------------- საჩივარი ა--------------------------- 2----–-–------------------------ ბრძანების გაუქმების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს------–-–---------------------- წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ელექტრონული ბაზების მონაცემებით, 2----–-–----------------------------–-–-----------------------–---- შპს „-------------- მოსარჩელე მხარედ არ იძებნება.
2----–-–------------------- საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შპს „-------------- ჯამში, ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 186 702 ლარი და ჯარიმა 93 359 ლარი. შპს „-------------- დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 7 932 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 7 932 ლარით.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2-----–-–-------------------------- ბრძანების თანახმად, შპს „-------------- (-------------- ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 280 061 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახდელი 186 702 ლარი, ჯარიმა 93 359 ლარი. შპს „-------------- (-------------- დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 7 932 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 7 932 ლარით. აღნიშნული ბრძანება ა-------------–---ს ჩაბარდა------–-–------------.
შ--------–----------------- 2----–-–-------------------------- წერილის თანახმად, შპს „--------------- 2----–-–--------------------------- „საგადასახადო მოთხოვნა“ გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე საფოსტო გზავნილით---.--.2----–--–- და ფოსტამ შეტყობინება მოუძიებლობის გამო უკან მიაბრუნა---.--.2----–--–-. შემდგომი რეაგირების მიზნით------–-–---------------- საგადასახადო მოთხოვნა გამოქვეყნდა საჯაროდ ფინანსთა სამინისტროს და შ--------–----------------- ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
შ--------–----------------- N------ საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს „-------------- ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 186 702 ლარი და ჯარიმა 93 359 ლარი. აღნიშნული მოთხოვნა ა-------------–---ს ჩაბარდა------–-–------------.
შ--------–----------------- 2----–-–---------------–--------------- წერილის თანახმად, შპს „--------------- (-------------- დავების დეპარტამენტში 2----–-–--------------------------- „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით საჩივარი არ არის წარდგენილი.
შ--------–----------------- 2----–-–---------------–--------------- წერილის თანახმად, შპს „----------------- საგადასახადო შეთანხმების აქტი არ გაფორმებულა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2----–-–----------------------- წერილის თანახმად, შპს „--------------- საჩივარი ა--------------------------- 2----–-–-------------------------- ბრძანების, თანდართული 2----–-–------------------- საგადასახადო შემოწმების აქტით, გაუქმების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს------–-–------------–-------- წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ელექტრონული ბაზების მონაცემებით,------–-–----------------------------–-–------------–-- ჩათვლით, შპს „-------------- მოსარჩელე მხარედ არ იძებნება.
2----–-–---------–---- ინფორმაციით შპს „---------------–-------- აუდიტის დეპარტამენტის------–-–------------------------- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება და------–-–------------------- შედგა კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 280 061 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 186 702 ლარი და ჯარიმა 93 359 ლარი. აღნიშნულიდან გადასახადის ძირითადი თანხა 147 005 და ჯარიმა 73 503 ლარი დარიცხულია იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომლის დეკლარირების ვალდებულება შპს „-------------- ჰქონდა------–-–---------–-----, როდესაც საზოგადოების დირექტორი იყო ა-------------–---, ხოლო გადასახადის ძირითადი თანხა 39 697 ლარი და ჯარიმა 19 856 ლარი დარიცხულია იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომელთა დეკლარირების ვალდებულება გადამხდელს ჰქონდა------–-–---------–-----, როდესაც საზოგადოების დირექტორი იყო ფ-----------------
2----–-–---------------- დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ------–-----–---–-- მიერ, ა-------------–---- მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ა-------------–---- მიერ წარდგენილი------–-–------------- შ--------–-----------------ადმი შედგენილი განცხადება, შ--------–----------------- 2----–-–---------–----------- ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და შ--------–----------------- 2----–-–---------–---- წერილი ა-------------–---- განცხადებასთან დაკავშირებით.
ა-------------–---- 2----–-–---------–---- განცხადების თანახმად,------–-–------------–----- იყო შპს „--------------- დირექტორი. სსიპ შ--------–----------------- ა--------------------------- მიერ მოწმდება შპს „--------------- საქმიანობა. შემოწმება შეეხება პერიოდს, როდესაც თავად იყო დირექტორი, შესაბამისად, არის დაინტერესებული მხარე და ვინაიდან შემოწმების შედეგებით დგება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ითხოვს ჩაბმას ადმინისტრაციულ წარმოებაში. გარდა ამისა, ვინაიდან იყო შპს „--------------- დირექტორი, მისი პერიოდში განხორციელებული შპს-ს საქმიანობა მისთვის ცნობილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-------------–--- ითხოვს შემოწმების პროცესში ჩართვას და შემოწმებასთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული აქტების გაცნობას, ასევე დამუშავებულ ინფორმაციას, შემოწმების მასალებს, მათ შორის შპს „--------------- საგადასახადო შემოწმების აქტს, ა--------------------------- 2----–-–-------------------------- ბრძანებას და------–-–--------------------------- საგადასახადო მოთხოვნას.
შ--------–----------------- 2----–-–---------–----------- ბრძანების თანახმად, ა-------------–---- საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, საჩივარზე არ იყო წარდგენილი მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.
შ--------–----------------- ა--------------------------- 2----–-–---------–---- N----------- წერილის თანახმად, ა-------------–---ს მისი 2----–-–---------–---- წერილის პასუხად აცნობეს, რომ 2----–-–------------------------- ბრძანებით დანიშნული შპს „--------------- (-------------- კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულებულია, შემოწმების აქტი ჩაბარებულია კომპანიის ახლანდელ ხელმძღვანელობაზე. აქტის დასრულების პერიოდში ა--------–--- არ ბრძანდება კომპანიის პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, შესაბამისად, შემოწმების აქტის, 2----–-–-------------------------- ბრძანებისა და ამავე თარიღის N------ საგადასახადო მოთხოვნის გადაცემა მასზე ვერ მოხდება.
2----–-–------------------- დათვალიერების ოქმის და თანდართული მასალების თანახმად, დათვალიერებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო რეესტრი. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------------- (-------------- რეგისტრირებულია 2----–-–------------–- და მას 2----–-–---------------- შეერწყა „ა-------------–---“ - პ-------------- საწარმოს დირექტორი---.--.---- წლამდე იყო ა-------------–---, ხოლო შემდეგ ფ--------------------------------, დაბ:--.--.1----–---------------------------
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2----–-–------------------------------- წერილის თანახმად, შპს „--------------- საჩივარი------–-–------------------------ და 2----–-–-- N------ საგადასახადო მოთხოვნებთან და მასთან დაკავშირებით მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში რეგისტრირებული არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------------------- წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ელექტრონული ბაზების მონაცემებით, 2----–-–-----------------------–-–--------------------------–---, შპს „-------------- მოსარჩელე მხარედ არ იძებნება.
შ--------–----------------- 2----–-–--------------------------------- წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურში------–-–------------------ განსახილველად წარდგენილია ა-------------–---- (---------------- საჩივარი, რითაც მომჩივანი ითხოვს შპს „--------------- საგადასახადო შემოწმების აქტის, ა--------------------------- 2----–-–------------------------ ბრძანებისა და N--------------------- მოთხოვნის გაუქმებას. შ--------–----------------- 2----–-–-------------------------- ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. შემოსავლების სამსახურში 2----–-–---------–--- განსახილველად წარდგენილია ა-------------–---- (---------------- საჩივარი, რითაც მომჩივანი ითხოვს შპს „--------------- საგადასახადო შემოწმების აქტის, ა--------------------------- 2----–-–-------------------------- ბრძანებისა და N------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას. შ--------–----------------- 2----–-–---------–----------- ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.
შ--------–----------------- 2----–-–-------------------------- ბრძანების თანახმად, ა-------------–---- საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, საჩივარზე არ იყო წარდგენილი მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ა-------------–---- მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები. გადასახადებისაგან თავის არიდება ზიანს აყენებს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადაუხდელი გადასახადის დიდი ოდენობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ასი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად, როდესაც თანხა აღემატება ასორმოცდაათი ათას ლარს.
გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება და ისინი მოვალენი არიან გადაიხადონ გადასახადები კანონით დადგენილ ვადებში და საგადასახადო განაკვეთების ოდენობით, რაც დაწვრილებით არის რეგლამენტირებული საგადასახადო კოდექსით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს „-------------- (-------------- რეგისტრირებულია 2----–-–------------–- და მას 2----–-–---------------- შეერწყა „ა-------------–---“ - პ-------------- საწარმოს დირექტორი------–-–------------–----- იყო ა-------------–---, ხოლო შემდეგ ფ----------------- შ--------–----------------- ა--------------------------- N----- ბრძანების თანახმად, დაინიშნა შპს „-------------- (-------------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით და შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა------–-–-- 2--------–-----------–-–--------–------- პერიოდი, ხოლო მასთან შერწყმული საწარმოს ი/მ „ა-------------–----“ (---------------- დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში შემოწმდა------–-–-- 0-------------------–-–------------------ (შერწყმამდე) პერიოდი. შემოწმების პროცესში შედგა ორი აქტი -------–-–----------------- საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი და 2----–-–------------------- საგადასახადო შემოწმების აქტი.
შ--------–----------------- N--------------------- მოთხოვნის თანახმად, შპს „-------------- ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 67 880 ლარი და ჯარიმა 33 940 ლარი. აღნიშნული მოთხოვნა ა-------------–---ს ჩაბარდა 2----–-–----------------, ხოლო 2----–-–------------------ საჩივრით ა-------------–---მ ითხოვა შპს „--------------- საგადასახადო შემოწმების აქტის, ა--------------------------- 2----–-–------------------------ ბრძანებისა და N--------------------- მოთხოვნის გაუქმება, თუმცა მისი საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, საჩივარზე არ იყო წარდგენილი მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.
შ--------–----------------- N------ საგადასახადო მოთხოვნის თანახმად კი, შპს „-------------- ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 186 702 ლარი და ჯარიმა 93 359 ლარი. აღნიშნული მოთხოვნა ა-------------–---ს ჩაბარდა------–-–------------. ა-------------–---მ 2----–-–---------–--- საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და განაცხადა, რომ------–-–------------–----- იყო შპს „--------------- დირექტორი. სსიპ შ--------–----------------- ა--------------------------- მიერ მოწმდება შპს „--------------- საქმიანობა. შემოწმება შეეხება პერიოდს, როდესაც თავად იყო დირექტორი, შესაბამისად, არის დაინტერესებული მხარე და ვინაიდან შემოწმების შედეგებით დგება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ითხოვს ჩაბმას ადმინისტრაციულ წარმოებაში. გარდა ამისა, ვინაიდან იყო შპს „--------------- დირექტორი, მის პერიოდში განხორციელებული შპს-ს საქმიანობა მისთვის ცნობილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-------------–--- ითხოვს შემოწმების პროცესში ჩართვას და შემოწმებასთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული აქტების გაცნობას, ასევე დამუშავებულ ინფორმაციას, შემოწმების მასალებს, მათ შორის შპს „--------------- საგადასახადო შემოწმების აქტს, ა--------------------------- 2----–-–-------------------------- ბრძანებას და------–-–--------------------------- საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნულ მოთხოვნაზე ა-------------–---ს შ--------–----------------- 2----–-–---------–----------- ბრძანების თანახმად, ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, საჩივარზე არ იყო წარდგენილი მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.
აღსანიშნავია, ასევე ის გარემოება, რომ შ--------–----------------- ა--------------------------- 2----–-–---------–---- N----------- წერილის თანახმად, ა-------------–---ს მისი 2----–-–---------–---- წერილის პასუხად აცნობეს, რომ 2----–-–------------------------- ბრძანებით დანიშნული შპს „--------------- (-------------- კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულებულია, შემოწმების აქტი ჩაბარებულია კომპანიის ახლანდელ ხელმძღვანელობაზე. აქტის დასრულების პერიოდში ა--------–--- არ ბრძანდება კომპანიის პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, შესაბამისად, შემოწმების აქტის, 2----–-–-------------------------- ბრძანებისა და ამავე თარიღის N------ საგადასახადო მოთხოვნის გადაცემა მასზე ვერ მოხდებოდა.
სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ჩანს, რომ ა-------------–---ს, როგორც არაუფლებამოსილ პირს, არ ჩააბარეს შუალედური შემოწმების აქტი და საგადასახადო შემოწმების აქტი, ხოლო საგადასახადო მოთხოვნები, რაც მან პირადად ჩაიბარა, მის მიერ გასაჩივრებული იქნა კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მისი საჩივრები არ განხილულა, რადგან წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმასთან დაკავშრებით, რომ შპს „--------------- (-------------- მიმართ გამოცემულ 2----–-–------------------------ „საგადასახადო მოთხოვნას“ გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2----–-–----------------- შ--------–----------------- ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით, ვინაიდან, ამ პერიოდისთვის ა-------------–--- აღარ იყო კომპანიის დირექტორი და შესაძლოა მას კიდეც ჰქონდა წვდომა------ პორტალზე, თუმცა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ პორტალზე აქტის გახსნა მოხდა უშუალოდ ა-------------–---- მიერ და არა სხვა პირის მიერ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ა-------------–---- წერილები, რომელიც ითხოვს საგადასახადო მოთხოვნებს და შემოწმების აქტებს. როგორც უკვე აღინიშნა, მას შემოწმების აქტების გადაცემაზე ეთქვა უარი, ვინაიდან არ იყო უფლებამოსილი პირი, ხოლო საგადასახადო მოთხოვნები მას ჩაბარებული აქვს 2----–-–-----------------------–-–-----------------
მოწმე თ----–--------–--–---–-- ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ ა-------------–--- შემოწმების პროცესში აღარ წარმოადგენდა შპს „--------------- დირექტორს თუმცა დარიცხვები განხორციელდა მისი დირექტორობის პერიოდზეც. მიუხედავად აღნიშნულისა, შ--------–----------------- მიერ ა--------–---ს უარი ეთქვა შემოწმების პროცესში ჩართვაზე, შემოწმების აქტის გადაცემაზე და მას არ მიეცა გასაჩივრების უფლება იმის გამო, რომ არ იყო უფლებამოსილი პირი.
საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნაში მოცემულია წამახალისებელი ნორმა, რომლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. შესაბამისად, 45 დღიანი საშეღავათო პერიოდი, რომელიც აითვლება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან, წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების მექანიზმს.
ბრალდებულ ა-------------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ ის საგადასახადო შემოწმების აქტს გაეცნო მისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მას მანამდე არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა საგადასახადო შემოწმების აქტს და გაესაჩივრებინა იგი. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და აღნიშნულის საპირწონედ წარმოდგენილ წერილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოდან და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან, სადაც მითითებულია, რომ ა-------------–---- საჩივრები მათ ბაზებში არ იძებნება და შესაბამისად, მას არ ამოუწურავს გასაჩივრების ყველა საშუალება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე კოდექსის 297-ე მუხლის თანახმად კი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ა-------------–---მ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გაასაჩივრა შ--------–----------------- გადაწყვეტილებები, ხოლო თავად ბრალდებულის ჩვენებით დადგინდა, რომ სასამართლოში მის მიერ საჩივრის შეუტანლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ის მიიჩნიეს არაუფლებამოსილ პირად, ამასთან, სასამართლოში საჩივრის შეტანას თან ახლავს ბაჟის გადახდა, რისი საშუალებაც მას არ ჰქონდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს პირი, ვისაც დაკისრებული აქვს გადასახადის გადახდა. ხოლო საგადასახადო ორგანო, რომლიც ატარებს შემოწმებას კონკრეტულ გადამხდელთან, ვალდებულია, მას წარუდგინოს შემოწმების შედეგები, რისი გასაჩივრების უფლებაც გადასახადის გადამხდელს აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ ა--------–---ს არ მიეცა საშუალება გაცნობოდა შემოწმების აქტს და ჩართულიყო შემოწმების პროცესში, ვინაიდან მათ ა--------–--- ჩათვალეს არაუფლებამოსილ პირად, თუმცა მათ მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე ა--------–---ს წარედგინა ბრალდება, რითაც ის ერთგვარად აღმოჩნდა „უფლებამოსილი პირი“ იმ ქმედებების განხორციელებაზე, რაზეც მას მანამდე შ--------–----------------- მიერ ეთქვა უარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ა-------------–---ს არ მიეცა შემოწმების შედეგების გაცნობის და მისი გასაჩივრების უფლება, იმ საფუძვლით, რომ ის წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ვერ იქნება საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის სუბიექტი. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-------------–---- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ა--------–--- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 271-ე, 272-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-------------–--- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ა-------------–---- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას აღნიშნული გირაოს უზრუნველსაყოფად 2----–-–---------------- განჩინებით დაყადაღებულ ა------------------------------------------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თ---–--–----------–--------–--–--–---------------------------.--.--.----------------–--------- ლარის პროპორციულ წილს.
გამართლებულ ა-------------–---ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი