პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, –
იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო შეთანხმე
საქართველოს საგადასახადო კოდექსი · რედაქცია 17.12.2025
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლი · სგკ 291
თავი XL — საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა
პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, –
იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო შეთანხმე
აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გადამხდელს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები თითოეულ საანგარიშო თვეზე (სულ 2 700 ლარი).
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ თუ მივიჩნევთ, რომ შპს „...ს“ (ს/ნ...) მიერ დარღვეული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე…
მოსარჩელის მითითებით, საგადასახადო შემოწმების აქტით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, „სხვა ჯარიმების“ სახით საზოგადოებას ასევე დაერიცხა 3400 ლარი.
…რაც ქმნის საგადასახადო კოდექსით გათვალისიწინებულ სამართალდარღვევას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 275.2 მუხლის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში თანხის შემცირება იწვევს შემცირებული თანხის 50%-ით დაჯარიმებას, ხოლო ამავე კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც კოდექსით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა - იწვევს 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
კასატორმა მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საგადასახადო კოდექსის 291-ე, 270-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსბულ დავების განხლვის საბჭოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, საბჭომ გაიზიარა…
ჩატარებული სსა-ს გამოყენების დაცვის კონტროლის პროცედურის შედეგად, დადგინდა, რომ ობიექტზე დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №CB1918098, №CB1910982, №CB1910574.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 100 ლარი ( საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლი). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად…
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით. შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).
ამასთან, გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.
ასევე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ…
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025. გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 291, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-291/