მუხლი 288. მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევა
თავი XL — საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა
ქმედება, რამაც ამ კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამო გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის ან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018
მთავარი მონაცემები
თანხა500 ლარის
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 288. მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევა ქმედება, რამაც ამ კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილშით ან 89-ე მუხლის მე-32 ნაწილში მს „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტითი გათვალისწინებული საფუძვლების გამო გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის ან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
…თანამშრომლების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მათ სტაჟირებაზე ყოფნას. შესაბამისად, დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რაზედაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შედგა საგადასახო სამართალდარღვევის ოქმი N-------- და ი/მ -------------ს (ს/ნ-------------------)…
…მიზეზით. აღნიშნულის საფუძველზე 1.01.2022 წლიდან პირს გაუუქმდა მცირე მეწარმის სტატუსი, ხოლო, მცირე ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისთვის, 17.01.2023 წლის №AA1432901 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.04.2023 წლის №8270…
…საქმიანობის განხორციელების მიზეზით. აღნიშნულის საფუძველზე 01.01.2022 წლიდან პირს გაუუქმდა მცირე მეწარმის სტატუსი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 17 იანვარს შედგა ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი №AA1432890 და პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად, დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 27 იანვარს. შემოსავლების სამსახურმა…
…პირმა მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება მცირე მეწარმისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით. აღნიშნულის საფუძველზე 2023 წლის 1 იანვრიდან პირს გაუუქმდა მცირე მეწარმის სტატუსი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის საფუძველზე 2023 წლის 17 იანვარს შედგა ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი №AA1432905, რომელიც გადასახადის გადამხდელს…