1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები
, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით წარუდგენენ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას ამ ინს
ტრუქციის დანართით განსაზღვრული ფორმით:
ა) საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე;
ბ) საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას 30 დღის ვადაში;
გ) საგადასახადო ორგანოს მიერ სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში.
2. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი საქმიანობს სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე, მაშინ სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიული პირი ვალდებულია:
ა) საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ან მცირებიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის დეკლარაციები, სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში;
ბ) დადგენილ ვადაში გადაიხადოს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ან მცირებიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის კუთვნილი გადასახადები, სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილშ