1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც დაუდგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად და დადგენილ ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-
ის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის დღიდან (მათ შორის პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში პირის დღგ-ის გადამხდელად მიჩნევის მომენტიდან) ავტომატურად უქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი და პირი გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან.

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი, რომელზეც უფლება აქვს ჩაითვალოს დღგ დადგენილი წესის შესაბამისად, თუ გააჩნია შესაბამისი დოკუმენტაცი