1. დეკლარაციის სატიტულო გვერდის და I განაყოფის შესაბამის უჯრებში აისახება:

ა) პირველ უჯრაში – გადასახადის გადამხდელის გვარი და სახელი. იმის მიხედვით
, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ავსებს დეკლარაციას თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, შესაბამისი სტრიქონის ცარიელ უჯრაში გაკეთდება აღნიშვნა «V» ნიშნით;

ბ) მე-2 უჯრაში – გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო რეგისტრაციისას მინიჭებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) მე-3 უჯრაში – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გადასახადის გადამხდელის) პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის მიხედვით;

დ) მე-4 უჯრაში – დეკლარაციის სახე. იმის მიხედვით
, დეკლარაცია პირველადია თუ დაზუსტებული
, შესაბამისი სტრიქონის ცარიელ უჯრაში კეთდება აღნიშვნა „V“ ნიშნით;

ე) მე-5 უჯრაში – საგადასახადო (კალენდარული) წელი;

ვ) მე-6 უჯრაში – გადასახადის გადამხდელის საცხოვრებელი ან საქმიანობის ადგილის სრული მისამართი;

ზ) მე-7 უჯრაში – იმ საქმიანობის კოდი (ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით), რომელ საქმიანობასაც გადასახადის გადამხდელი თვლის ძირითადად;

თ) მე-8 უჯრაში – ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის/სტატუსის გაუქმების თარიღი. უჯრებში ციფრები ჩაიწერება შემდეგი რიგითობით: რიცხვი, თვე და სრული წელი;

ი) მე-9 უჯრაში – იმ ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, სადაც საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება გადასახადის გადამხდელი.

2. დეკლარაციის II განაყოფის მე-10, მე-11, მე-12, მე-13, და მე-14 უჯრები ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.

3. დეკლარაციის III განაყოფი (საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება) შედგება ორი ნაწილისაგან: I ნაწილი – საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმით და II ნაწილი – საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით.

4. დეკლარაციის III განაყოფის I ნაწილის (სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით) უჯრებში აისახება:

ა) მე-18 უჯრაში – შეიტანება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, იმის მიხედვით
, თუ რომელ განაკვეთს ირჩევს მცირე ბიზნესის სატატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი 5%-ს თუ 3%-ს
, ხოლო მიკრო ბიზნესის შემთხვევაში ჩაიწერება 0%.

ბ) მე-19 უჯრაში – მიკრო და მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი. მათ შორის:

ბ.ა) მე-20 უჯრაში – ივსება მხოლოდ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ იმ შემთხვევაში
, თუ მას აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემოსავალი, რომელზეც არ ვრცელდება ერთობლივი შემოსავლის 30000 ლარიანი შეზღუდვა;

დ) 21-ე უჯრაში – სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. მათ შორის:

დ.ა) 22-ე უჯრაში – ხელფასის სახით დაქირავებულებზე გადახდილი თანხები
.
ვ) 23-ე უჯრაში – საშემოსავლო გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე, რომელიც მიიღება მე-19 უჯრაში ასახული თანხის საშემოსავლო გადასახადის მე-18 უჯრაში მითითებულ განაკვეთზე გამრავლებით.

5. დეკლარაციის III განაყოფის II ნაწილი (ჩვეულებრივი დაბეგვრის წესით) ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში
, თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური და მცირე ბიზნესის სატატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გააჩნიათ „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ საქართველოს მთავრობის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით განსაზღვრული შემოსავლების სახეები.

ა) 24-ე უჯრაში – ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიღებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 და 88-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან. მათ შორის:

ა.ა) 25-ე უჯრაში – საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი. მათ შორის:

ა.ა.ა) 26-ე უჯრაში – ხელფასის სახით მიღებული

ა.ბ) 27-ე უჯრაში – საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი. მათ შორის:

ა.ბ.ა) 28-ე უჯრაში – ხელფასის სახით მიღებული.

გ) 29-ე უჯრაში – 24-ე უჯრაში ასახული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული და გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (გარდა კაპიტალიზებადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლით განსაზღვრული ხარჯებისა).

დ) 30-ე უჯრაში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა, უჯრის შევსებისას გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე და 122-ე მუხლებით დაწესებული ნორმები;

ე) 31-ე უჯრაში – დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავალი;

ვ) 32-ე უჯრაში – ერთობლივ შემოსავალში (უჯრა 24) შეტანილი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები.

ზ) 33-ე უჯრაში – შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას მიიღება: 24-ე უჯრაში ასახულ მონაცემს გამოკლებული 29-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული 30-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი (უჯრა 31) და გამოკლებული საქართველოს წყაროდან მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი (უჯრა 32).

თ) 34-ე უჯრაში – საშემოსავლო გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე, რომელიც მიიღება 33-ე უჯრაში ასახული თანხის საშემოსავლო გადასახადის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილ განაკვეთზე გამრავლებით.

ი) 35-ე უჯრაში – სულ საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიიღება 23-ე და 34-ე უჯრებში ასახული მონაცემების დაჯამებით.

კ) 36-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული მომდევნო საგადასახადო წლის მიმდინარე გადასახდელების ოდენობა;

ლ) 37-ე უჯრაში – გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (ვინც ადასტურებს დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს) გვარი და სახელი სრულად;

მ) 38-ე უჯრაში – 37-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერა;

ნ) 39-ე უჯრაში – 37-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერის თარიღი. აღნიშნული უჯრის პირველ ორ განაყოფში აისახება ხელმოწერის რიცხვი, მომდევნო ორ განაყოფში – თვე და ბოლო ოთხ განაყოფში – წელი სრულად.

6. დეკლარაციის IV განაყოფში შეიტანება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია: დაქირავებულთა რაოდენობა; ეკ. საქმიანობაში გამოყენებული აქტივების ღირებულება; საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

დანართი №3

ინსტრუქცია

მცირე ბიზნესისთვის ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოების წესის შესახ