1. მცირე ბიზნესმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ბრძანების „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.
2. თუ მცირე ბიზნესი იყენებს ამ ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ
“ ქვეპუნქტის შესაბამისად დასაბეგრი შემოსავლის 3%-იანი დაბეგვრის უფლებას, იგი ვალდებულია ამ შემოსავალთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯების დადასტურება მოახდინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. მცირე ბიზნესი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლო
-სალარო აპარატის გამოყენებით.
4. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული აღრიცხვის მეთოდებისა
, მცირე ბიზნესს უფლება აქვს არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა.
5. მცირე ბიზნესი ვალდებულია მისთვის ან მის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს დადგენილი წესით.
6. მცირე ბიზნესი ვალდებულია უზრუნველყოს 6 წლის ვადით საგადასახადო დოკუმენტების შენახვა.
7. მცირე ბიზნესის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ზარალი მომდევნო საგადასახადო წელს არ გადაიტანება, თუ არ ხდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან მისი გამოსვლა.
მაგალითი 1:
პირობა:
ჯონდი, რომელიც არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, ეწევა სავაჭრო საქმიანობას და მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ასეთი საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 85 000 ლარი, ხოლო ამ შემოსავლის მისაღებად მას მოუწია 92 000 ლარის ოდენობის ხარჯების გაწევა.
ანალიზი:
მიუხედავად იმისა, რომ ჯონდიმ მიმდინარე წელი 7 000
-ლარიანი ზარალით დაასრულა, მას უფლება არ აქვს 7 000 ლარის ოდენობის ზარალი, რომელიც უკავშირდება სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ ერთობლივ შემოსავალს
, მომდევნო წელს გადაიტანოს და აღნიშნული თანხით შეამციროს მომდევნო წლის დასაბეგრი შემოსავალი.
შედეგი:
ჯონდი მიმდინარე წლის 7 000 ლარის ოდენობის ზარალს მომდევნო წელს ვერ გადაიტანს.
8. მცირე ბიზნესი ვალდებულია დღგ-
ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯებ