1. მიმდინარე საგადასახადო წელს მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით, საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით არა უგვიანეს საგადასახადო წლის დასრულებამდე;
ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 100 000 ლარს (აღნიშნული არ ეხება ამ ბრძანების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ
ი შემოსავლის სახეებს, რომელიც არ გაითვალისწინება აღნიშნული ერთობლივი შემოსავლის ზღვრის გაანგარიშებისას);
გ) ფიზიკურ პირს წარმოეშვა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება;
დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 150 000 ლარს;
ე) ფიზიკურმა პირმა განახორციელა მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა;
ვ) მეწარმე ფიზიკურმა პირმა ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოს მიმართა მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
2. მცირე ბიზნესი ვალდებულია მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელებამდე მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.
3. თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი განახორციელებს მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას ან საკონტროლო სალარო აპარატების არგამოყენების თაობაზე კალენდალური წლის განმავლობაში 3-ჯერ დაეკისრება სანქცია, საგადასახადო ორგანო უუქმებს მას მცირე ბიზნესის სტატუსს და ფიზიკური პირი გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. ამასთან, აღნიშნული იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობი