1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს სტატუსის გაუქმების შემთხვევაში უფლება აქვს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო ნაშთები აღრიცხოს შესაბამის დოკუმენტში და მომავალში საქონელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მიზნებისათვის ჩაითვლება აღრიცხულად.

მაგალითი 1:

პირობა:

ჯონდის აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ვაჭრობს ტექსტილით პატარა მაღაზიაში, თუმცა 2011 წლის 15 სექტემბერს მისი საშემოსავლო გადასახადის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი იყო 99900 ლარი, მეორე დღეს განახორციელა 200
-ლარიანი ოპერაცია და გადააჭარბა მცირე ბიზნესისთვის დადგენილ ზღვარს და შეადგინა 100100 ლარი. ჯონდის ამ მომენტისთვის შესყიდვების მიხედვით მარაგების სახით აქვს შარვალი (100 ცალი – 10000 ლარის), პერანგი (1000 ცალი 12000 ლარის) და მაისური (1200 ცალი – 15000 ლარის).

ანალიზი:

ვინაიდან ჯონდიმ გადააჭარბა მცირე ბიზნესისთვის დადგენილ 100 000
-ლარიან ზღვარს
, მას გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი. ამასთან, ჯონდის უფლება აქვს აღრიცხოს ამ მომენტისათვის არსებული სასაქონლო მარაგების ნაშთი.

შედეგი:

ა) ჯონდიმ შექმნა დოკუმენტი
, სადაც აღრიცხულია ამ მომენტისთვის მისი სასაქონლო ნაშთები შემდეგი ოდენობით:

სასაქონლო მარაგების ნაშთების აღრიცხვა

დოკუმენტი № XXX

1. შარვალი – 10000 ლარი;

2. მაისური
– 15000 ლარი;

3. პერანგი
– 12000 ლარი.

სულ სასაქონლო ნაშთი
– 37 000 ლარი
.

გადასახადის გადამხდელი (სახელი და გვარი) – ჯონდი

(საიდენფიკაციო კოდი) XXXXXXXXXXX

თარიღი : 16 სექტემბერი 2011 წელი

ბ) ჯონდის აღნიშნული სასაქონლო ნაშთები ჩაეთვლება აღრიცხულად.

შენიშვნა: მცირე ბიზნესს უფლება აქვს სასაქონლო მარაგების ნაშთების აღრიცხვა განახორციელოს ამ

ინსტრუქციის დანართი №4-ით დადგენილი ფორმით ან სხვა ფორმით, მისი შეხედულებისამებრ, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით დადგენილი ფორმის რეკვიზიტებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში ფიზიკურ პირს შეუძლია ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთები საბაზრო ღირებულებით შეაფასოს და აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური მარაგის ნაშთად შესაბამის დოკუმენტში, რომლის საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 30000 ლარს. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს მარაგებზე ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელშიც შეტანილი იქნება ინფორმაცია ამ მარაგების სახეობის, ოდენობისა და ღირებულების შესახებ.

მაგალითი 2:

პირობა იგივეა, რაც პირველ მაგალითში, ამასთან ჯონდიმ შეაფასა თავისი მარაგები და აღმოჩნდა, რომ შარვლების საბაზრო ღირებულება (სარეალიზაციო ფასი) იყო 12000 ლარი, პერანგების – 15000 ლარი და მაისურების – 18000 ლარი.

ანალიზი:

ანალიზი იგივეა, რაც პირველ მაგალითში, მაგრამ ჯონდის უფლება აქვს 30000 ლარის საბაზრო ღირებულების მარაგებზე შექმნას ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, შარვლებზე, პერანგებზე ან მაისურებზე (არჩევანი ამ შემთხვევაში, თუ რომელ საქონელს აირჩევს და რა ოდენობით აქვს ჯონდის)). დავუშვათ, 30000 ლარის საბაზრო ღირებულების ფარგლებში ჯონდიმ გადაწყვიტა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი შეექმნა შარვლებზე (საბაზრო ღირებულება 12 000), პერანგებზე (საბაზრო ღირებულება 15 000) და მაისურებზე (საბაზრო ღირებულება 3 000).

შედეგი:

ა) ჯონდიმ შექმნა დოკუმენტი, სადაც აღრიცხულია ამ მომენტისთვის მისი სასაქონლო ნაშთები, შემდეგი ოდენობით:

სასაქონლო მარაგების ნაშთების აღრიცხვა

დოკუმენტი №

1. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი საბაზრო ღირებულებით 30000 ლარამდე

1.1 შარვალი:

35 ცალი – მარკა „XXX“ 4 000 ლარი;

40 ცალი – მარკა „CCCC“ 5 000 ლარი;

25 ცალი – მარკა „SSS“ 3 000 ლარი;

სულ: 100 ცალი - 12 000 ლარი

1.2 პერანგი:

320 ცალი – მარკა „XXX“ 6 000 ლარი;

450 ცალი – მარკა „CCCC“ 7 000 ლარი;

230 ცალი – მარკა „SSS“ 2 000 ლარი;

სულ: 1000 ცალი – 15000 ლარი;

1.3 მაისური:

100 ცალი – მარკა „XXX“ 2200 ლარი;

30 ცალი – მარკა „SSS“ 800 ლარი;

სულ: 130 ცალი – 3000 ლარი;

2. სხვა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი

2.1 მაისურები:

1070 ცალი (1200-130) – 13600 ლარი (დაშვებულია, რომ აღნიშნული ფასი წარმოადგენს 1070 ცალი მაისურის შესყიდვის ფასს)

გადასახადის გადამხდელი (სახელი და გვარი) – ჯონდი

(საიდენფიკაციო კოდი) XXXXXXXXXXX

თარიღი: 16 სექტემბერი 2011 წელი

ბ) ჯონდის საბაზრო ღირებულებით აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი ეთვლება როგორც აღრიცხულად
, ასევე შეუძლია მომავალში გაატაროს ხარჯად
, ანუ გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან, ხოლო სხვა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი ეთვლება მხოლოდ აღრიცხულად და არ შეუძლია მომავალში გაატაროს ხარჯად.

შენიშვნა: მცირე ბიზნესს უფლება აქვს სასაქონლო მარაგების ნაშთების აღრიცხვა განახორციელოს ამ ბრძანებით დამტკიცებილი ამ
ინსტრუქციის დანართი №4 დადგენილი ფორმით ან სხვა ფორმით, მისი შეხედულებისამებრ, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ის ფორმის რეკვიზიტებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია, აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგის ფაქტობრივი ნაშთის საერთო ღირებულების თანხით გაზარდოს მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებამდე არსებული საანგარიშო წლის დასაბეგრი შემოსავალი.

მაგალითი 3:

პირობა:

პირობა იგივეა
, რაც პირველ და მეორე მაგალითებში.

ანალიზი:

ანალიზი იგივეა
, რაც პირველ და მეორე მაგალითებში, ამასთან ჯონდი ვალდებულია მცირე ბიზნესის რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს დაუმატოს იმ სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულება, რომლებზეც მიიღო ხარჯის გამოქვითვის უფლება, ამ შემთხვევაში 30000 ლარი.

შედეგი:

მცირე ბიზნესის დაბეგრის რეჟიმით დაიბეგრება 130000 ლარი (99900+100+30000).

4. თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს სტატუსის გაუქმების მომენტისთვის გააჩნია არსებულ სასაქონლო ნაშთებზე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი ან აღრიცხული აქვს შესაბამისი ნაშთები
, მას უფლება აქვს არ გამოიყენოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებებ