1. მცირე ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არის მეწარმე ფიზიკური პირი და იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

2. მცირე ბიზნესის სტატუსი (შემდგომში – მცირე ბიზნესი) შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ეკონომიკურ საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მაგალითი 1:

პირობა:

ჯონდი არის მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას – ინდივიდუალურად ეწევა „ვაჭრობას“. ჯონდის აზრით (წინასწარი ვარაუდით)
, მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში ვაჭრობის შედეგად მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი იქნება 90 000 ლარი.

ანალიზი:

იქიდან გამომდინარე, რომ ჯონდის ვარაუდით მისაღები მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი ვერ გადააჭარბებს 100 000 ლარს, ჯონდი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მიკრო ბიზნესის სტასუსის მოთხოვნებს, შესაბამისად
, მას უფლება აქვს მიმართოს საგადასახადო ორგანოს და მიიღოს მცირე ბიზნესის სტატუსი.

შედეგი:

ჯონდის მოთხოვნის შემთხვევაში მიენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი და გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი სერ
ტიფიკატი.

3. მცირე ბიზნესისთვის „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ საქართველოს მთავრობის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლები:

ა) მიუხედავად ამ შემოსავლების ოდენობისა, მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 100000 ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება;

ბ) იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მცირე ბიზნესის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში.

მაგალითი 2.

პირობა იგივეა
, რაც პირველ მაგალითში, ამასთან ჯონდის გაცემული აქვს სესხი, საიდანაც საანგარიშო წლის განმავლობაში პროცენტის სახით შემოსავალს იღებს 11 000 ლარის ოდენობით. ამავე საანგარიშო პერიოდში მან გაყიდა საცხოვრებელი სახლი 62000 ლარად, რომელიც წინა წელს შეძენილი ჰქონდა 50000 ლარად.

ანალიზი:

ანალიზი იგივეა
, რაც პირველ მაგალითში, ამასთან მის მიერ დამატებით მიღებული დასაბეგრი შემოსავლები 23000 ლარის (11000+12000) ოდენობით, ვერ მოახდენს გავლენას ჯონდისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებაზე ან გაუქმებაზე, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილების მიხედვით
, ასეთი სახის შემოსავლები მხეველობაში არ მიიღება 100000
-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას.

შედეგი:

ჯონდი საანგარიშო წლის განმავლობაში ვაჭრობის შედეგად მიღებულ შემოსავალს დაბეგრავს მცირე ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური
დაბეგვრის რეჟიმით, ხოლო სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული და პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები დაიბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით.

შენიშვნა:

მცირე ბიზნესის მიერ შემოსავლის სპეციალური რეჟიმით და ჩვეულებრივი რეჟიმით დაბეგვრის მიზნებისთვის იხილეთ მე-13 მუხლის მალითი 1, 2 და 3.

4. მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს
, თუ:

ა) იგი ახორციელებს „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ საქართველოს მთავრობის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ით განსაზღვრულ საქმიანობას (შემდგომში – მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა), რომლის განხორციელება მცირე ბიზნესის მიერ აკრძალულია და იწვევს სტატუსის გაუქმებას;

ბ) იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, გარდა იმ შემთხვევისა
, როდესაც მას უფლება აქვს და მიმართავს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

მაგალითი 3:

ჯონდი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას სათამაშო აპარატებით. იგი ელოდება
, რომ მისი ერთობლივი შემოსავალი წლის ბოლოს არ გადააჭარბებს 100000 ათას ლარს. აქედან გამომდინარე
, ის გადაწყვეტს მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე. თუმცა საგადასახადო ორგანო მას არ აძლევს სტატუს
ს ვინაიდან ზემოაღნიშნული საქმიანობა მთავრობის დადგენილების მიხედვით მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა