1. მიმდინარე საგადასახადო წელს მიკრო ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს წერილობითი განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს.

გ) ფიზიკურმა პირმა განახორციელა მიკრო ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა;

დ) ფიზიკური პირს ჰყავს დაქირავებული (აღნიშნულის მიზნებისათვის დაქირავებულად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ოჯახის წევრები (პირები
, რომლებიც ერთმანეთისთვის წარმოადგენენ I რიგის მემკვიდრეებს);

ე) ფიზიკურ პირს წარმოეშვა დღგ-
ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება;

ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს (აღნიშნული არ ეხება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ
ი საქმიანობის სახეების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ან განსაზღვრულ
ი შემოსავლის სახეებს, რომელიც არ გაითვალისწინება აღნიშნული ზღვრის გაანგარიშებისას).

2. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს (აღნიშნული არ ეხება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ
ი საქმიანობის სახეების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ან განსაზღვრულ
ი შემოსავლის სახეებს, რომელიც არ გაითვალისწინება აღნიშნული ზღვრის გაანგარიშებისას) ან იგი დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას, მას უფლება აქვს ამ მომენტის დადგომიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს მიმართოს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით. აღნიშნული უფლების არგამოყენების შემთხვევაში მას ავტომატურად გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გამოვა დაბეგვრის სპეციალური რეჟიმიდან.

3. მიკრო ბიზნესი ვალდებულია მიკრო ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელებამდე მიმართოს საგადასახადო ორგანოს მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.

4. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი განახორციელებს მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას
, საგადასახადო ორგანო უუქმებს მას მიკრო ბიზნესის სტატუსს და ფიზიკური პირი გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. ამასთან, აღნიშნული იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5. საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში გადამხდელს ეგზავნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

6. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ექვემდებარება დაბრუნება